ვუმ ბასილაშვილის დამარცხებით ჩინური ჩოგბურთის ისტორია გადაწერა

AutoSharing Option
ჩინელმა იპინგ ვუმ ამერიკის ღია პირველობაზე საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს საკმაოდ ადვილად, სამ სეტში (6:3, 6:4, 6:0) სძლია და მამაკაცთა ჩოგბურთში თავისი ქვეყნის ისტორია გადაწერა.

ის გახდა პირველი ჩინელი მამაკაცი, რომელმაც 1959 წლის შემდეგ დიდი სლემის ტურნირებზე ერთეულთა თანრიგში შეხვედრა მოიგო.

ბოლოს ჩინელ მამაკაცს მეიჯორზე დაპირისპირება სწორედ ამ წელს ჰქონდა გამარჯვებამდე მიყვანილი (უიმბლდონზე ფუ ჩე მეიმ რონ ბარნსს 5 სეტში სძლია).

ვუსთან ერთად წარმატებასთან ახლოს კიდევ ერთი ჩინელი მამაკაცი ჩოგბურთელი ჟიჟენ ჟანგი გახლდათ, რომელიც ნიდერლანდელ ტიმ ვან რეიტჰოვენს სეტებში
2:0 ამარცხებდა, თუმცა საბოლოოდ, 2:3 წააგო. 

ვუს მეტოქე შემდეგ წრეში პორტუგალიელი ნუნო ბორგეში იქნება. 

altბასილაშვილი US Open-ზე დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
მარტო ამის გამო დავანებებდი თავს ჩოგბურთს :) 63 წლის მერე ქართველის "დამსახურებით" ზღვისს სანაპიროზე დასვენებით როგორ იქნება ფორმაში მწვრტნელი არ ყავს? მაგდენი არ იცის?
ნოდო
14:47 30-08-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული