სხვა

ჩოგბურთი

ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ პოლონეთის ქალაქ გროზდისკ მაცოვიეცკში გამართული 60 000$-იანი ტურნირი მოიგო.

ჩვენებურმა ფინალში ფრანგი კლო პაკეტი სამ სეტში 7:6, 0:6, 6:4 დაამარცხა.

გორგოძემ 4 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ხუთჯერ დაკარგა, თუმცა ის გადამწყვეტ მომენტში მეტოქეზე ძლიერი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ხვალიდან ის რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდება, 21 საფეხურით წაიწევს წინ და მსოფლიოს 164-ე ჩოგანი იქნება.