სხვა

ჩოგბურთი

ფედერაციის თასი: ეკატერინე გორგოძე მძიმე ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასზე სერბეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში მეორე შეხვედრაც დათმო. ეკატერინე გორგოძე დეიანა რადანოვიჩთან სამ სეტში - 6:2, 5:7, 4:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იმყოფებოდა და მატჩის მოგების კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტოქე მასზე უკეთესი აღმოჩნდა.

ამ შეხვედრით გადაწყდა, რომ A ჯგუფიდან, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პირველ ადგილზე სერბეთის ნაკრები გავა. საქართველოს კი პირველ ჯგუფში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა.