სხვა

ჩოგბურთი

საქართველოს ნაკრებმა ფედერაციის თასი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
8 თებერვალს საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა, ფედერაციის თასის ფარგლებში, ბულგარეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში პირველი შეხვედრა წააგო.

სოფია შაფათავამ იზაბელა შინიკოვასთან ვერაფერი გააწყო და ორ სეტში - 3;6, 3:6 დამარცხდა. ქართველმა სამი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ექვსჯერ დაკარგა.

დაახლოებით 40 წუთში კორტზე ეკატერინე გორგოძე გავა, რომელიც ვიქტორია ტომოვას დაუპირისპირდება და ანგარიშის გათანაბრებას შეეცდება.