სოფია შაფათავა ანტალიის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს სოფიო შაფათავა.

ქართველმა ჩოგბურთელმა 1/8-ფინალურ ეტაპზე 16 წლის რუსი, ევგენია ბუდრინა, ორ სეტში - 6:3 7:6 დაამარცხა.

ძალიან საინტერესოა ამ შეხვედრის სტატისტიკური მონაცემები.

ჩვენებურის მეტოქემ 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, როდესაც სოფო ამ კომპონენტში მხოლოდ ერთხელ შეცდა.

აქვე ვთქვათ, რომ შაფათავამ მატჩის განმავლობაში 2 ეისი დააგროვა.

ანტალიაში დღესვე იასპარეზებს ეკატერინე გორგოძეც.

როგორც გორგოძე, ისე შაფათავა, დღეს თავიანთ შეხვედრებს წყვილებშიც ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული