სხვა

ჩოგბურთი

გორგოძემ და შაფათავამ ანტალიის ტურნირი ერთეულებში გამარჯვებით დაიწყეს

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ტურნირი ერთეულებშიც გამარჯვებით დაიწყო.

გორგოძემ პირველ წრეში რუმინელი ოანა გავრილა სამ სეტში 4:6 7:6 7:6 დაამარცხა.

ორივე ჩოგბურთელი მოწოდებაზე ძალიან ბევრს სცოდავდა. გორგოძემ საკუთარი ჩაწოდება 10-ჯერ დაკარგა, მეტოქისა კი 9-ჯერ აიღო.

ქართველს არცერთი ეისი არ ჰქონია, ხოლო ორმაგი შეცდომა კი 3-ჯერ დაუშვა.

მეტოქეს არცერთი გეიმი არ დაუთმო და ასევე გაიმარჯვა კიდევ ერთმა ქართველმა ჩოგბურთელმა სოფია შაფათავამ.

მან კვალიფიკანტი ნევენა სოკოვიჩი ანგარიშით 6:0, 6:0 გაანადგურა.

შაფათავას არცერთი ეისი არ ჰქონია და ორი ორმაგი
შეცდომა დაუფიქსირდა.