რაფაელ ნადალი ბრისბეინის ტურნირს გამოტოვებს

AutoSharing Option
მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის პირველი ნომერი რაფაელ ნადალი ბრისბეინის ტურნირს გამოტოვებს.

ესპანელ ჩოგბურთელს ტრავმა გასული სეზონიდან მოყოლებული აწუხებს, ამიტომ ამ ეტაპზე ტურნირის გამოტოვება არჩია.

"გრუნტის მეფე" რამდენიმე დღის უკან ასევე აბუ დაბის ამხანაგური რანგის ტურნირიდანაც მოეხსნა.

"მინდა გამცნოთ, რომ წელს ბრისბეინის ტურნირს გამოვტოვებ. გასულმა საკმაოდ მძიმე სეზონმა ძალიან იმოქმედა. ამიტომ ჯერ კიდე არ ვარ მზად", - დაწერა სოციალურ ქსელში ნადალმა.

ნადალი სეზონს ავსტრალიის ღია პირველობაზე დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული