სხვა

ჩოგბურთი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა საბავშვო ბაღის აღსადგენად 90 000 ევრო გადარიცხა

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩის ფონდმა, რომელიც ჩოგბურთელმა 2007 წელს დააარსა, სერბეთის ქალაქ პოზეგის საბავშვო ბაღის აღსადგენად 90 000 ევრო გადარიცხა.

ბაღში 3000-მდე აღსაზრდელი სწავლობს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი, კიდევ 15 000 ევრო დაამატა, რომ პროექტი დასრულებულიყო.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი უეფას მშვიდობის ელჩიცაა და იგი მრავალ აქციაში იღებს მონაწილეობას.

ჯოკოვიჩების ოჯახს სერბეთის მასშტაბით რესტორნების ქსელი აქვს.

რაც შეეხება სპორტულ მხარეს, ნოვაკი სეზონს აბუ დაბიში დაიწყებს.