ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეორე წრეში გავიდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით გადალახა მეცის საერთაშორისო ტურნირის პირველი წრე. მან სამ სეტში აჯობა ფრანგ ვენსან მიოს, რომელიც ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ბატალიების მოგების შემდეგ მოხვდა - 2:6, 7:6 (5), 6:4.

მატჩი ორ საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა. ბასილაშვილის ანგარიშზე 6 ეისია. მან 13 ბრეიკპოინტიდან 4 გამოიყენა და 8 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

მეორე წრეში ჩვენებურს ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი შეხვდება, რომელიც ტურნირზე მე-4 ნომრად არის განთესილი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიულერსაც მოუგო!!! გამეხარდა!!! ყოჩაღ!!!
დათო
15:37 21-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული