ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავამ წყვილებშიც წინ წაიწია

AutoSharing Option
გერმანიაში ჩოგბურთელ ქალთა 60 000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს სოფიო შაფათავა. გუშინ მისი მეორე წრის მეტოქის ვინაობა გაირკვა - ტამარა კორპატჩი (გერმანია).

ქართველმა ჩოგბურთელმა გუშინ წყვილებშიც გადალახა პირველი ბარიერი იტალიელ კამილა როსატელოსთან ერთად - სამ სეტში ასპარეზობის მეოთხე ნომრებს - ტერეზა მდრეზას (ხორვატია) და ჩანთალ სკამლოვას (სლოვაკეთი) 6:2, 3:6, 11:9 აჯობა. მატჩი საათსა და 14 წუთს გაგრძელდა.

ქართულ-იტალიური დუეტი მეოთხედფინალში ალონა ფომინას (უკრაინა) და მაგდალენა ფრეჩს (პოლონეთი) გაუწევს მეტოქეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული