"რედ ბული" ბოლიდის გაუმჯობესებას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აპირებს

AutoSharing Option
"რედ ბულის" მთავარმა დიზაინერმა კრეიგ სკინერმა Talking Bulls-ის პოდკასტს განუცხადა, რომ გუნდი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ექსპერიმენტებს ატარებს.

კრეიგ სკინერი: "ჩვენს განყოფილებაში ვატარებთ კვლევას ამ სფეროში. ხელოვნური ინტელექტის სისტემები იპოვიან გზას, ხოლო ინჟინრებმა უნდა დაადგინონ ის ფაქტორები, რომლებიც მანქანას ააჩქარებს. თქვენ უნდა აუხსნათ სისტემას, კონკრეტულად რა უნდა მოძებნოს - რა განაპირობებს სწრაფ სარბოლო მანქანას? რა გსურთ აეროდინამიკის ნაკრებისგან? როგორი უნდა იყოს დინამიკური მახასიათებლები? ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად გესმით თქვენი ბოლიდის პრობლემები.

ჩვენ ნიუის ფილოსოფიით მივდივართ
- "არასოდეს წახვიდე კომპრომისზე", - ამბობს ის. მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მანქანის მახასიათებლები, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა".

წყარო: F1 Georgia
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ისე ვითომ ვერ უგებენ ყველასს
იმერელი
19:53 27-07-2023
0
ხედავთ? ხელოვნურ ინტელექტს ასაქმებენ, ჩვენ კი, ოღონდ რულთან დაჯდნენ, ოღონდ გაზს ბოლომდე დააწვნენ და.. იმიტომაც გვეღუპება ყოველდღე მინიმუმ ცხრა მოქალაქე.
დავსვათ რობოტი და სარი უთხრია ჯანში, თუნდაც ხრამში გადაჩეხილა. დიდი ამბავი თუ რობოტს დავკარგავთ. სამაგიეროდ ერი გამრავლდება, ერი!
კ ო მ ბ ლ ე
15:43 27-07-2023
2

სიახლეები პოპულარული