ტესტები: "ოლ ბლექ­სის" წა­მა­ლი მანუ ტუ­ი­ლა­გია

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტების ბოლო ორი მატჩი შთამბეჭდავი გამოდგა. ლონდონში, "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებმა საყოველთაო აღიარებით ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

"პომებმა" მსოფლიოს თასის მფლობელი "ოლ ბლექსი" 38:21 დაამარცხეს. კარდიფში კი, "მილენიუმზე", უელსის ეროვნული გუნდი ავსტრალიის ნაკრებთან მატჩის ბოლო წუთზე დამარცხდა - 12:14.

* * *
ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბის და­მარ­ცხე­ბა ყვე­ლას­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. მას შემ­დეგ, რაც "პო­მებ­მა" სამ­ხ­რეთ აფ­რი­კის ეროვ­ნულ გუნ­დ­თან უსა­ხუ­რად ითა­მა­შეს და წა­ა­გეს, მათ­გან ასეთ კად­ნი­ე­რე­ბას არა­ვინ ელო­და.

მატ­ჩის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ინ­გ­ლი­სე­ლებ­მა მე­ტო­ქეს მთლი­ა­ნად გა­და­უ­კე­ტეს მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი. თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რ­ცის გა­რე­შე კი ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ
ვე­ღარ ნა­ვარ­დობ­დ­ნენ. შეს­ვე­ნე­ბამ­დე "ოლ ბლექ­ს­მა" მო­ნა­გარს ვე­რა­ფე­რი შეს­ძი­ნა და ტა­ი­მი მშ­რა­ლი ან­გა­რი­შით, 0:12 წა­ა­გო.

ოთხი სა­ჯა­რი­მო "პო­მე­ბის" მგე­ზავ­მა ოუენ ფა­რელ­მა გა­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, ლე­გენ­და­რუ­ლი ჯო­ნი ვილ­კინ­სო­ნის ღირ­სე­უ­ლი შემ­ც­ვ­ლე­ლია.

თუმ­ცა მატ­ჩის გმი­რი ინ­გ­ლი­სელ­თა შუ­ა­მარ­ბი მა­ნუ ტუ­ი­ლა­გი გახ­ლ­დათ, რომ­ლის ბრწყინ­ვა­ლე სო­ლო-რე­ი­დე­ბის შე­დე­გი იყო მას­პინ­ძელ­თა მი­ერ გა­ტა­ნი­ლი ყვე­ლა ლე­ლო. შეს­ვე­ნე­ბა ის იყო გა­ნახ­ლ­და, რომ ფა­რელ­მა კი­დევ ერ­თი საჯა­რი­მო გა­ი­ტა­ნა - 15:0.

"ოლ ბლექ­ს­მა" მარ­ცხის საფ­რ­თხე იგ­რ­ძ­ნო და ხუთ წუთ­ში ინ­გ­ლი­სე­ლებს შე­ტე­ვე­ბის ქა­რიშ­ხა­ლი და­ა­ტე­ხა თავს. სტუმ­რებ­მა 50-ე წუ­თის­თ­ვის ან­გა­რი­შის მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბა შეძ­ლეს - 14:15. ამის შემ­დეგ კი მო­ე­დან­ზე მხო­ლოდ ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. მათ იმ დღეს ყვე­ლა­ფე­რი გამ­ოს­დი­ო­დათ.

ტუ­ი­ლა­გი გრი­გა­ლი­ვით ატყ­დე­ბო­და თავს "ოლ ბლექ­სის" დაც­ვის ხაზს. 53-ე და 57-ე წუ­თებ­ზე ბრედ­ლი ბა­რიტს და კრის ეშ­ტონს თი­თო ლე­ლო გა­ა­ტა­ნი­ნა, 61-ე წუთ­ზე კი თვი­თო­ნაც შე­აღ­წია მე­ტო­ქის ჩათ­ვ­ლის მო­ედა­ნ­ში.

74-ე წუ­თის­თ­ვის "პო­მე­ბი" 38:14 იგებ­დ­ნენ და ცხა­დი იყო, რომ გა­მარ­ჯ­ვე­ბას ხელ­ი­დან არ გა­უშ­ვებ­დ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ოს რე­ი­ტინ­გის ლი­დე­რი და­ა­მარ­ცხეს, ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი ისევ მე­ხუ­თე სა­ფე­ხურ­ზე დარ­ჩ­ნენ და 3 დეკემბერს ლონ­დონ­ში გა­სა­მართ მსოფ­ლი­ოს თა­სის წი­ლის­ყ­რა­ში მე­ო­რე კა­ლა­თა­ში იქ­ნე­ბი­ან.

ინ­გ­ლი­სი-ახა­ლი ზე­ლან­დია 38:21
ინ­გ­ლი­სი (15-9) გუ­დი, ეშ­ტო­ნი, ტუ­ი­ლა­გი (ჯო­სე­ფი 66), ბა­რე­ტი, ბრა­უ­ნი, ფა­რე­ლი (ბარ­ნ­სი 64), ბ. იან­გ­ზი (კე­რი 68). (1-8) კორ­ბი­შე­რო (ვუ­ნი­პო­ლა 66), ტ. იან­გ­ზი, კო­ლი (ვილ­სო­ნი 71), ლან­ჩ­ბე­რი (ლუ­ი­სი 66), პერ­ლინ­გი, ვუ­დი, რობ­შო, მორ­გა­ნი (ჰეს­კე­ლი 57).
3ლ: ბა­რი­ტი, ეშ­ტო­ნი, ტუ­ი­ლა­გი. გ,ა: ფა­რე­ლი. 6ს: ფა­რე­ლი (4), ბარ­ნ­სი (2)
ახა­ლი ზე­ლან­დია (15-9) და­გი (ბ. სმი­თი 71), ჯე­ი­ნი, კ. სმი­თი, ნო­ნუ, სა­ვეა, კარ­ტე­რი (კრა­დე­ნი 64), ა. სმი­თი (ვი­პუ 64). (1-8) ვუდ­ქო­კი (კრო­კე­ტი 66), მე­ა­ლა­მუ (კო­ლი 62), ფრენ­ქ­სი (ფა­უ­მუ­ნია 58), რე­ტა­ლი­კი (რო­მა­ნო 48), ვა­ით­ლო­ქი, მე­სა­მი (ვი­ტო 63), მა­ქოა, რი­დი.
3ლ: სა­ვეა (2), რი­დი. 3გ: კარ­ტე­რი (2), კრა­დე­ნი.

* * *
მე­ო­რე კა­ლა­თი­დან ამო­ვარ­და და მე­სა­მე­ში გა­და­ბარ­გ­და უელ­სის ნაკ­რე­ბი, რო­მელ­მაც, რო­გორც უკ­ვე ვთქვით, შინ ავ­ს­ტ­რა­ლი­ის ეროვ­ნულ გუნ­დ­თან წა­ა­გო - 12:14.

თა­მა­ში საკ­მა­ოდ მძი­მე, და­ძა­ბუ­ლი გა­მოდ­გა. ან­გა­რიშ­ში და­წი­ნა­უ­რე­ბას ვერ­ც ერ­თი გუნ­დი ახერ­ხებ­და. 79-ე წუ­თის­თ­ვის "წი­თე­ლი ურ­ჩხუ­ლე­ბი" 12:9-ს იგებ­დ­ნენ. "ვო­ლა­ბებ­მა" ბო­ლო იერი­ში წა­მო­იწყეს, მარ­ჯ­ვე­ნა ფრთა­ზე რიცხობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბა შექ­მ­ნეს და მგე­ზავ­მა ქარ­თ­ლი ბე­ი­ლიმ გა­მარ­ჯ­ვე­ბის ლე­ლო გა­ი­ტა­ნა. მის­სა­ვე ან­გა­რიშ­ზეა სა­მი სა­ჯა­რი­მოც (სულ 14 ქუ­ლა).

უელ­სის ნაკ­რებ­მა ამ წა­გე­ბის გა­მო მე­ო­რე კა­ლა­თა­ში ად­გი­ლი არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებს და­უთ­მო.

უელ­სი-ავ­ს­ტ­რა­ლია 12:14
უელ­სი (15-9) ჰალ­პ­ფე­ნი. კათ­ბერ­ტი, დე­ვი­სი, რო­ბერ­ტ­სი, ვი­ლი­ამ­სი, პრის­ტ­ლენ­დი, ფი­ლიპ­სი. (1-8) ჯენ­კინ­სი, რი­სი (ოუენ­სი 65), ენ­დ­რი­უ­სი, რი­დი, ჩარ­ტე­რი­სი (ჯო­უნ­ზი 41), შინ­გ­ლე­რი, ვერ­ბარ­ტო­ნი, ფა­ლე­ტაუ (ტი­პუ­რი­ჩი 65).
4ს: ჰალ­პ­ფე­ნი.
ავ­ს­ტ­რა­ლია (15-9) ბარ­ნ­სი, კა­მინ­სი (იო­ანი 48), ეშ­ლი-კუ­პე­რი, ტა­პუაი (ჰარი­სი 58), მიტ­ჩე­ლი, ბე­ი­ლი, ფიპ­სი. (1-8) რო­ბინ­სო­ნი (სლი­პე­რი 61), პო­ლო­ტა-ნაუ (მუ­რი 41), ალექ­სან­დე­რი (კე­პუ 68), დუგ­ლა­სი (ჰუპე­რი 51), შარ­ფი, ჰი­გინ­ბო­თა­მი (დინ­სი 15), პო­კო­ქი, პა­ლუ.
ლ: ბე­ი­ლი. 3ს: ბე­ი­ლი

* * *
2015 წლის მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბის წი­ლის­ყ­რის­თ­ვის გუნ­დე­ბი ასე გა­ნა­წილ­დ­ნენ.

I კა­ლა­თა: ახა­ლი ზე­ლან­დია, სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა, ავ­ს­ტ­რა­ლია, საფ­რან­გე­თი.
II კა­ლა­თა: ინ­გ­ლი­სი, ირ­ლან­დია, სა­მოა, არ­გენ­ტი­ნა.
III კალ­ათა: უელ­სი, იტა­ლია, ტონ­გა, შოტ­ლან­დია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული