"ჰაინეკენის თასის" ფინალი "სან სიროზე" გაიმართება

AutoSharing Option
ევროპული სათასო ტურნირების ორგანიზატორმა (ERC) დაადასტურა, რომ 2015 წელს ყველაზე პრესტიჟული, "ჰაინეკენის თასის" ფინალს მილანის "სან სირო" უმასპინძლებს.

ეს გადაწყვეტილება 9 ოქტომბერს სპეციალურ თათბირზე მიიღეს, რომელსაც სპეციალური მიწვევით იტალიის რაგბის ფედერაციისა და ამ ქვეყნის კლუბების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ERC-ს იმედი აქვს, რომ ეს ტურნირი მომავალშიც არაერთხელ გაიმართება, რაშიც იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის, ალფრედო გავაძის მხარდაჭერა ჰპოვა.

"ძალიან გვეამაყება, რომ "ჰაინეკენის თასის" ფინალი ჩვენს სამშობლოში გაიმართება. ეს ის შეჯიბრებაა, რომელშიც იტალიური კლუბები დიდი კონკურენციის პირობებში იზრდებიან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი
ნაკრების პროგრესისთვის.

არ მჯერა ფრანგული და ინგლისური რაგბის მესვეურების წამოწყების. ჩვენ სხვა წამყვან სარაგბო ქვეყნებთან ერთად უკვე მხარი დავუჭირეთ "ჰაინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გამართვას. მომავალი სწორედ ამ შეჯიბრებებს აქვს"
- დაასკვნა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული