ჰომოფობია ახალზელანდიურ რაგბიში

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ქრაისთჩერჩში, ახალი ზელანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩზე, მაყურებელთა ერთი ჯგუფი ჰომოფობიური გამოხდომების გამო ტრიბუნიდან გააძევეს.

დიდი ხანი არ არის, რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ ერთსქესიანი ქორწინება დააკანონა.

ქრაისთჩერჩში მატჩის მსვლელობისას ახალზელანდიელ ქომაგთა ნაწილი საფრანგეთის ნაკრების მისამართით შეურცხმყოფელ სიტყვებს იძახდა. მათ აგრესია ტრიბუნებზე შეკრებილი ქომაგების მიმართაც გამოამჟღავნეს, რომლებმაც წესრიგისკენ მოუწოდეს.

"ჩვენ არასდროს უნდა შევურიგდეთ მათ გამოხდომებს. სამწუხაროა, რომ ყოველთვის მოიძებნება ისეთი "დებილი", რომელიც ასეთ უმსგავსო საქციელს ჩაიდენს და წესიერ ხალხს სახელს უტეხს." - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ ჯონ კრონფილდმა.

გასაკვირი არ არის, რომ ეს თემა უმალვე აიტაცეს პოლიტიკოსებმა. ახალი ზელანდიის "მწვანეთა პარტიის" ლიდერმა კევინ ჰააგმა რაგბის კავშირს და "ოლ ბლექსის" ხელმძღვანელებს მოუწოდა, აქტიურად ებრძოლონ ჰომოფობიურ გამოვლინებებს რაგბიში.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ პოქოკი ერთსქესიანი ქორწინების აქტიური მხარდამჭერია. იმავე გზას დაადგა ინგლისელი მორაგბე ბენ კოენიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული