ერიკა როუ - წიგნიის მაღაზიიდან კარტოფილის ფერმამდე

AutoSharing Option
მსოფლიოს რაგბიში არაერთი დიდი მატჩი გამართულა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ლონდონში, "თვიქნემზე" 1982 წლის 2 იანვარს ჩატარდა. ინგლისის ნაკრებმა ავსტრალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და საშინელ ამინდში 15:11 მოუგო.

მოედანზე დაძაბული უშეღავათო ბრძოლა ქალბატონის, ერიკა როუს თამამმა საქციელმა გაანელა. პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა სამხრეთის ტრიბუნასთან ჩოჩქოლი ატყდა.

60 ათასი მაყურებელი კიდევ უფრო აჟრიამულდა, როცა ერიკა მოედანზე წელს ზემოთ შიშველი გამოვარდა.

ცხადია, ის პოლიციამ დაიჭირა და მოედნიდან გაყვანისას მკერდს ქუდით უფარავდა.

ერიკა, რომელიც წიგნის მაღაზიის თანამშრომელი იყო, მეორე დღეს სამსახურიდან დაითხოვეს. მისი
დირექტორი გაოგნებული დაჰყურებდა გაზეთების პირველ გვერდებს, რომლებსაც მისი თითქმის შიშველი ხელქვეითის ფოტოები ამშვენებდა.

არადა წინა დღეს, ავადმყოფობა მოიმიზეზა და ერთი დღით განთავისუფლება სთხოვა.

სიცრუის გამო ერიკა უმუშევარი დარჩა, თუმცა დროებით. მალე მაღაზიის მეპატრონემ მას დანაშაული აპატია და სამსახურში აღადგინა. მოგვიანებით ერიკა როუ რამდენიმე სატელევიზიო ფილმში გადაიღეს. მერე კი პორტუგალიაში გადაბარგდა საცხოვრებლად და ახლა ფერმაში კარტოფილი მოჰყავს.

რაც შეეხება თვით თამაშს, იმ დღეს საშინლად ციოდა და წვიმიანი, ნამდვილი ბრიტანული ამინდი იდგა.

ინგლისელებმა უმძიმეს ბრძოლაში გაიმარჯვეს. "პომების" კაპიტანი კი ბილ ბომონტი გახლდათ, რომელიც ახლა რაგბის საერთაშორისო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული