ჯაბა ბრეგვაძის კიდევ ერთი ჯოკერი

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონ "ტულუზისა" და საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ ახლახან ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც რამდენიმე თვე გაუცდება.

ორიოდე თვის წინათ ტულუზელებმა გადაწყვიტეს, თავი დაეზღვიათ და სამედიცინო ჯოკერად გუნდში კიდევ ერთი ქართველი აქვსენტი გიორგაძე დატოვეს.

ამ დღეებში კი "ტულუზში" კიდევ ერთი შერკინების კვაჭი ჩაირიცხა. "ტულუზის" ხელმძღვანელებმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინეს შარშანდელი გამოცდილება. მაშინ ტრავმების ეპიდემიის გამო გუნდი 18 წლის შერკინების ერთი კვაჭის ამარა დარჩა.

ამჯერად საფრანგეთის ჩემპიონის რიგებში მისი ყოფილი მოთამაშე, ვეგილ ლაკომბი მიიწვიეს. ამ 28 წლის მორაგბემ გასული სეზონი "ბრივში"
გაატარა და ამჟამად თავისუფალი აგენტი იყო. გახშირებული ტრავმიანობის შემთხვევაში ჩვენებურების ნაცვლად სწორედ ის ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული