20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი. აღმოჩენა - არგენტინა, მოულოდნელობა - უელსი

AutoSharing Option
22 ივნისს სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალი გაიმართება, სადაც სრულიად ლოგიკურად და დამსახურებულად ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, რომელზეც ტურნირის აღმოჩენად არგენტინის ახალგაზრდული ნაკრები აღიარეს.

"უმცროსმა პუმებმა" ჯგუფურ ტურნირში ფავორიტები: ავსტრალიის, საფრანგეთისა და შოტლანდიის თანატოლთა გუნდები დაამარცხეს და ნახევარფინალში მასპინძლებთან წააგეს.

არგენტინელები მესამე ადგილისთვის მატჩში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მოწინავე ოთხეულში ასევე არავინ ელოდა. "წითელმა ურჩხულებმა" ჯგუფურ ტურნირში ახალი ზელანდიის ნაკრების დამარცხება შეძლეს, თუმცა ნახევარფინალში ისევ ამ გუნდთან წააგეს.

აღსანიშნავია,
რომ მე-11 ადგილისთვის შეხვედრაში იტალიისა და ფიჯის ნაკრებები იასპარეზებენ. ამ წყვილში დამარცხებული ბოლო ადგილს დაიკავებს და მომავალ ჩემპიონატში ადგილს "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" გამარჯვებულს დაუთმობს. ეს გუნდი შესაძლებელია საქართველოს ნაკრებიც იყოს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მომავალ წელს საფრანგეთში გაიმართება.

IX ადგილისთვის
შოტლანდია-იტალია 34:17, ფიჯი-სამოა 20:29

V ადგილისთვის
საფრანგეთი-ავსტრალია 19:17, ირლანდია-ინგლისი 27:12

ნახევარფინალი
უელსი-ახალი ზელანდია 6:30, არგენტინა-სამხრეთ აფრიკა 3:35

XI ადგილისთვის
იტალია-ფიჯი

IX ადგილისთვის
შოტლანდია-სამოა

VII ადგილისთვის
ინგლისი-ავსტრალია

V ადგილისთვის
ირლანდია-საფრანგეთი

III ადგილისთვის
არგენტინა-უელსი

ფინალი
ახ.ზელანდია-სამ.აფრიკა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული