ენდი რობინსონი 2015 წლამდე

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასის ჯგუფურ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდიის ეროვნული გუნდი შაბათს, ექვსი ერის გათამაშების მორიგ შეხვედრას შინ გამართავს უელსის ნაკრბთან.

"სკოტებმა" პირველ წრეში სტუმრად წააგეს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან - 21:34. მარცხის მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინგლისელმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა, რომელსაც სერ კლაივ ვუდვორდის სკოლა აქვს გავლილი, შოტლანდიის ნაკრები ანგარიშგასაწევ ძალად აქცია.

"ნარშავები" თამაშის შემდეგ კარგ ხასიათზე იყვნენ. მათ ევროპის უძლიერეს ნაკრებს ხომ სამი ლელო გაუტანეს. ეს ზუსტად იმდენია, რაც შარშანდელ ექვსი ერის გათამაშებაში ერთად აღებული. რობინსონს
მარცხის გამართლება არ უცდია. პირიქით, - მოთამაშეებს ბავშვური შეცდომები რომ არ დაეშვათ, მატჩის მოგების შანსი გვექნებოდაო - თქვა მან.

შოტლანდიის ნაკრების ადრინდელი მწვრთნელები, მუდმივად თავის მართლებით იყვნენ დაკავებულნი. "მაგადასკარზე უფრო მეტი მორაგბეა, ვიდრე შოტლანდიაშიო" -ამბობდნენ ისინი. მართალიც იყვნენ. მაგადასკარზე ორჯერ უფრო მეტი ადამიანი თამაშობს რაგბის ვიდრე შოტლანდიაში, მაგრამ ხარისხი?

ერთი სიტყვით, რობინსონმა პოლიტიკაც და გუნდის თამაშიც საგრძნობლად შეცვალა. თუმცა ერთი თვალშისაცემი ნაკლი გუნდს მკვეთრად ეტყობა. "სკოტების" შერკინება "ლე ბლემ" სტატიკაში აშკარად დაჯაბნა, რასაც დინამიკურ თამაშში ვერაფრით ვიტყვით. შოტლანდიელთა რიგებში გამორჩეული "კაცი მთა", მეორეხაზელი რიჩი გრეი იყო.

ეს წერილი თითქმის დამთავრებული გვქონდა, როცა გავრცელდა ინფრომაცია, რომ ენდი რობინსონმა შოტლანდიის რაგბის კავშირთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ის "ნარშავებს" 2015 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე გაწვრთნის. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა "სკოტებთან" მუშაობა 2009 წელს დაიწყო და 2012 წლის ექვსი ერის დასრულებამდე უნდა ემუშავა.

უელსთან საშინაო მატჩში რობინსონმა შემადგენლობა არ შეცვალა.

შოტლანდიის ნაკრები
15. ჰუგო საუთვილი, 14. შონ დენიელი, 13. ჯო ანსბრო, 12. ნიკ დე ლუკა, 11. მაქს ევანსი, 10. დენ პარქსი, 9. რორი ლაუსონი. 1. ალან იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. ევან მურეი, 4. ალისტერ კელოკი, 5. რიჩი გრეი, 6. კირან ბრაუნი, 7. ჯონ ბარკლი, 8. რიჩი ვერნონი
16. დენ ჰალი, 17. მარკ ლოუ, 18. ნათან ჰინესი, 19. ჯეიმზ ბიტი, 20. მეთიუ ბლერი, 21. რაიან ჯექსონი, 22. შონ ლამონტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული