დენი კარტერი 2015 წელს უმიზნებს

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების მგეზავი დენი კარტერი მსოფლიოს თასის გათამაშების მსვლელობისას მიღებული ტრავმის მოშუშების შემდეგ მოედანს გასულ უქმეებზე დაუბრუნდა ზე რაგბის გათამაშებაში "კრუსეიდერზისა" და "ჩიტაზის" დაპირისპირებისას. მიუხედავად ამისა, მან მიზნად დაისახა, 2015 წლის მსოფლიოს თასზე გუნდთან ერთად "ვებ ელისის" თასი არავის დაუთმოს.

კარტერის ტრავმაზე ექიმებმა შესანიშნავად იმუშავეს და მისი რეაბილიტაცია მაქსიმალურად მოკლე დროში მოხერხდა. სიმბოლურია, რომ ტრავმის შემდეგ 30 წლის მგეზავმა პირველად ქრაისთჩერჩში იასპარეზა - ქალაქში, რომელშიც ორი წლის წინ მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ "კრუსეიდერზს" არ უთამაშია.

"მინდა მომდევნო მსოფლიოს თასზე
გამოვიდე. პარადოქსია, მაგრამ მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში ვითამაშე და სამივეში ტრავმა მივიღე. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, თუმცა საკმაო გამოცდილება მაქვს, რომ "ოლ ბლექსს" წინ წარვუძღვე. ახლა საჭიროა, ბევრი ვიშრომო და ჩვეული ფორმა აღვიდგინო, რათა ახალი ზელანდიის ნაკრებში გაზრდილ კონკურენციას გავუძლო" - თქვა დენი კარტერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული