რონან ოგარა არსად მიდის

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების მგეზავის, რონან ოგარას სანაკრებო კარიერის დასრულების თაობაზე ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა "სამყურების" ერთ-ერთი ლიდერი ამაზე არც კი ფიქრობს. ოგარას წლეულს ექვსი ერის გათამაშებაში წარუმატებელი სეზონი ჰქონდა. მან ვერ გაუძლო ბევრად უფრო ახალგაზრდა ჯონათან სექსტონის კონკურენციას და 2000 წლიდან მოყოლებული, ექვსი ერის მატჩებში ერთი ქულაც ვერ მოიპოვა.

"მომიწოდებენ, სანაკრებო კარიერა დავასრულო. რატომ? ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ როცა პენსიაზე გასვლის დრო მოვა, ამის თქმას ვერავინ დამასწრებს. გარწმუნებთ, რომ ჩემი წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა. მინდა კიდევ მინიმუმ ორი
წელიწადი ვითამაშო. ძალიან მიყვარს "მანსტერი" და ირლანდია. ვფიქრობ, მათი ღირსების დაცვა კიდევ შემიძლია.

ასე კარგად თავი რაგბიში არასდროს მიგრძვნია. გამოცდილების ხარჯზე უფრო სწრაფადაც ვირჯები და ეფექტიც ჩემს თამაშში მეტია. დამიჯერეთ, მე თვითონ ვიგრძნობ იმ დროის დადგომას, როცა ნაკრებთან გამომშვიდობება მომიწევს. ეს დღე ჯერ ახლოს არ არის" - თქვა რონან ოგარამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული