ცხრა დებიუტანტი და ცამეტი შერისხული

AutoSharing Option
ლამის მთელი მსოფლიოს სარაგბო სამყარო ელოდა მოუთმენლად 11 იანვარს. ინგლისის რაგბის კაშირის ცნობით, სწორედ ამ დღეს უნდა დაესახელებინა ნაკრების დროებით მწვრთნელს სტიუარტ ლანკასტერს ის 32 მორაგბე, ვინც ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაში იასპარეზებდა.

იმან, რაც ლანკასტერმა მოიმოქმედა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყველა თანხმდებოდა იმაში, რომ "პომებს" ახალი სისხლი სჭირდება, თუმცა ამდენ ცვლილებას არავინ ელოდა. ლანკასტერმა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ცხრა დებიუტანტი შეიყვანა. ახალ ზელანდიაში მყოფთაგან ამჟამინდელ გუნდში ვერ მოხვდა ერთბაშად 13 მორაგბე.

დებიუტანტები არიან: ბრედ ბარიტი, ოუენ ფორელი, ლი დიკსონი, კალუმ კლარკი, ბენ
მორგანი, ფილ დოუსონი, რობ ვებერი, ჯო მარლერი და ჯორდან ტერნერ-ჰაი. მარტინ ჯონსონის ხანაში თითო კეპი აქვთ მოხვეჭილი მარიუს ბოთას, ჩარლი შარპლს, კრის რობშოუს და ჯო სიმპსონს.

ინგლისის ამ ფორმაციის ნაკრების ყველაზე გამოცდილი მორაგბე მგეზავი ტობი ფლუდია, რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში 46 კეპი აქვს მოხვეჭილი. თუმცა, როგორც ცნობილია, ის ექვსი ერის პირველ შეხვედრას "მერიფილდზე", შოტლანდიის ნაკრებთან ტრავმის გამო გამოტოვებს.

ლანკასტერმა ნაკრებში არ შეიყვანა მაიკ თინდოლი, ნიკ ისთერი და მარკ კუეტო. დელონ არმითიჯი და მეთ ბანაჰანი კი ინგლისის A ნაკრებს დაუთმო. "პომების" შემადგენლობაში აღარ ითამაშებენ ლუის მუდი, ჯონი ვილკინსონი და სტივ ტომსონი, რომელბმაც სანაკრებო კარიერა დაასრულეს. რაც შეეხება საიმონ შოუს და ჯიმი ჰესკელს, ახალი კანონის თანახმად მათ უფლება არ აქვთ ინგლისის ნაკრებში ითამაშონ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის რაგბის კავშირმა ახლახან მიიღო ახალი კანონი, რომლის თანახმადაც ეროვნულ ნაკრებში იმ მოთამაშეების გამოძახება შეიძლება, რომლებიც ინგლისის ჩემპიონატში ასპარეზობენ. ეს კანონი არ ეხებათ ბენ მორგანს (ჰლანეჰლი, უელსი) და ტომ პელმერს (სტად ფრანსე, საფრანგეთი), ვინაიდან მათ ამ კანონის მიღების მომენტში უცხოურ კლუბებთან კონტრაქტი უკვე გაფორმებული ჰქონდათ.

"დარწმუნებული ვარ ინგლისურ რაგბიში ახალი ერა იწყება. ჩვენ საკმაოდ ბევრი ახალი მორაგბე მოვიწვიეთ. რადგან გვინდა მივცეთ შანსი 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის გუნდში ადგილი დაიმკვიდრონ.

ჩვენ რამდენიმე ძალიან კარგი მოთამაშე დავკარგეთ. მათ ყველას დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რაც ინგლისური რაგბისთვის გააკეთეს. ახლა, ახლებს დიდი შრომა მართებთ, რათა ისინი სრულფასოვნად შეცვალონ.

მიგვაჩნია, რომ ამჟამად ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომავლის გუნდის შენება. ამიტომ, ვცადეთ, ახალ გუნდში, გამოცდილებისა და ახალგაზრდობის ბალანსი დაგვეცვა. ექვსი ერის მომავალი მატჩები უნდა გამოვიყენოთ გუნდის შესათამაშებლად, უნდა შეიმნას ერთი, მთლიანი მონოლითი" - თქვა სტიუარტ ლანკასტერმა.

შერკინება: მარიუს ბოთა, მეტ სტივენსი (ორივე-სარასენზი), ალექს კორბისეირო (ლონდონ აირიში), დენ კოლი, ტომ კროფტი, ლუის დიკონი (სამივე-ლესტერ ტაიგერზი), კალუმ კლარკი, ფილ დოუსონი, დილან ჰარტლი, კორტნი ლავი, ტომ ვუდი (ხუთივე -ნორსჰემპთონი), ჯო მარლი, კრის რობშოუ (ორივე-ჰარლიქუინზი), ბენ მორგანი, მეთ სტივენსი (ორივე-ჰლანეჰლი), ლი მეარსი, დევიდ ვილსონი (ორივე-ბასი), ტომ პალმარი (სტად ფრანსე), რობ ვებერი (ვოსფსი)
უკანა ხაზი: კრის ეშტონი, ლი დიკსონი, ბენ ფოდენი (სამივე-ნორსჰემპთონი), ბერედ ბარიტი, ოუენ ფარელი, ჩარლი ჰოჯსონი, დევიდ სტრიტლი (სამივე-სარასენზი), მაიკ ბრაუნი, ჯორდან ტერნერ-ჰაი (ორივე-ჰარლიქუინზი), ტობი ფლუდი, ბენ იანგზი, მანუ ტუილაგი (სამივე-ლესტერი), ჯო სიმპსონი (ლონდონ აირიში), ჩარლი შარპლსი (გლოსტერ).

ექვსი ერი
4 თებერვალი
შოტლანდია-ინგლისი
11 თებერვალი
იტალია-ინგლისი
25 თებერვალი
ინგლისი-უელსი
11 მარტი
საფრანგეთი-ინგლისი
17 მარტი
ინგლისი-ირლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული