ფესია დაშავებულ გალინდოს შეცვლის

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს არგენტინის ეროვნულ გუნდს დანაკლისი აქვს. ახლახან, ერთ-ერთი ვარჯიშისას დაშავდა მორკინალი ალვარო გალინდო, რომელსაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე, საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში მიღებულმა ტრავმამ შეახსენა თავი.

"პუმების" თავკაცი სანტიაგო ფელანმა ის 30-კაციანი სიიდან ამოიღო და მის ნაცვლად "ვოსფსის" მორკინალი ხენარო ფესია გამოიძახა. ფესიამ არგენტინის ნაკრებში პირველად 2007 წელს ითამაშა და მას შემდეგ, ეროვნულ გუნდში მხოლოდ ცხრა კეპი მოიხვეჭა. ასე რომ, გალინდოს შემცვლელი, სულაც არ
არის სრულფასოვანი არჩევანი. გამორიცხული არ არის, ფესიას ახალ ზელანდიაში თამაშმა საერთოდ არ მოუწიოს.

არგენტინის ნაკრები პირველ მატჩს მსოფლიოს თასზე 10 სექტემბერს ინგლისის ეროვნულ გუნდთან გამართავს. "ბორჯღალოსნებს" კი "პუმები" 2 ოქტომბერს პალმერსტონში დაუპირისპირდებიან.

არგენტინა
შერკინება: პატრისიო ალბასეტე, ნიკოლას ვერგალო, მარკოს აიერსა, მაქსიმილიანო ბუსტოსი, ავგუსტინ კრევი, ხუან ფიგალო, ალეხანდრო კამპოსი, მარტინ სკელსო, მანუელ კარისა, ხულიო კაბელო, ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, მარიანო გალარსა, ხენარო ფესია, მარიო ლედესმა, ხუან მანუელ ლეგუსამონი, როდრიგო რონსერო, ლეონარდო სენატორე.
უკანა ხაზი: ორასიო აგულა, მარსელო ბოსხი, გონსალო კამაჩო, ფელიპე კონტეპომი, გონსალო ტიესი, მარტინ როდრიგესი, სანტიაგო ფერნანდესი, ლუკას გონსალეს ამოროსინო, ავგუსტი ხოსიო , ხუან იმჰოფი, ალფრედო ლალანე, ფედერიკო სანჩესი, ტომას ვალეხოსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული