სონი ბილ ვილიამსი ერთი წლით რჩება

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბი სონი ბილ ვილიამსი "ოლ ბლექსში" კიდევ ერთი წელიწადი ითამაშებს. ახალზელანდიური რაგბის იმედმა, ამ ქვეყნის რაგბის კავშირთან კონტრაქტი ახლახან ერთი წლით გაახანგრძლივა.

ამას წინ დიდი მითქმა-მოთქმა და ჭორები უძღოდა. ცნობილია, რომ სონი ბილი პროფესიული კრივითაა გატაცებული, მან რინგზე ოთხი ბრძოლა გამართა და ოთხივე მოიგო. ამასთან, ბევრი ლაპარაკობდა მის საფრანგეთში გადაბარგებაზე, რასაც ავტომატურად მოჰყვებოდა ნაკრებიდან წასვლა.

ორი დღეა, რაც ყველაფერს წერტილი დაესვა. სონი ბილ ვილიამსის მენეჯერმა ხოდერ ნასერმა, ოფიცალურად განაცხადა, რომ მისი კლიენტი ახალი ზელანდიის ნაკრებში კიდევ ერთი
წელიწადი ითამაშებს.

"ჩვენ ვესაუბრეთ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს. დავამშვიდეთ, ვაცნობეთ, რომ სონი ბილი ახალი ზელანდიის ნაკრებში თამაშს კიდევ მინიმუმ ერთი წელიწადი აპირებს. მერე კი ვნახოთ. ყველაფერი, ალბათ, მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული როგორ იასპარეზებს წლეულს მსოფლიოს თასზე "ოლ ბლექსი".

ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის არ აპირებს პარალელურად სხვა სპორტის სახეობებში ასპარზობა შეწყვიტოს. სონი ბილს სხვადგავრად არ შეუძლია. ამის თაობაზე ახალი ზელანდიის რაგბის მესვეურებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია." - თქვა სონი ბილ ვილიამსის მენეჯერმა ხოდერ ნასერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული