მარტინ ჯონსონი მკაცრ დისციპლინას ითხოვს

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა, იმ 45 მორაგბის ვინაობა გამოაცხადა, ვინც ორშაბათიდან ოვალური ბურთით თამაშის უდიდესი ფორუმისთვის მზადებას შეუდგება.

ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ჯონსონმა ახალი მოთამაშეები მანუ ტულიგაი, თომას ვალდრომი, მორის ბოთა, ჯო სიმპსონი და ჩარლი შარპლი.

"ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში გამოძახებულ ყველა მოთამაშეს აქვს შანსი თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს და მსოფლიოს თასზე გასამგზავრებელ 30-კაციან სიაში მოხვდეს." - თქვა მარტინ ჯონსონმა.

"პომების" თავკაცმა მკაცრად გააფრთხილა გუნდის ორი მოთამაშე მანუ ტულიგაი და დელონ არმითიჯი,
რომლებიც გასულ სეზონში განსაკუთრებული უდისციპლინობით გამოირჩეოდნენ. პირველმა ბინძური თამაშის გამოს დისკვალიფიკაცია მიიღო და ხუთი კვირა გაუცდა, მეორეს კი დისკვალიფიკაცია ორჯერ მიესაჯა.

"ჩვენ მსოფლიო თასზე მივემგზავრებით, სადაც ერის ღირსება უნდა დავიცვათ. ამიტომ გუნდში ისეთი მორაგბეები გვჭირდება, რომლებიც ზედმიწევნით შეასრულებენ დავალებას. ახალ ზელანდიაში სულელური სიურპრიზების და გიჟური გამოხდომების დრო არ გვექნება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს გუნდის და მისი თანამებრძოლის ინტერესები, ასევე ისიც, რომ უპასუხისმგებლო საქციელით ეროვნულ ნაკრებს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებ" - დასძინა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" ინგლისის ნაკრებს 18 სექტემბერს დანიდინში დაუპირისპირდებიან.

ინგლისის ნაკრები
შერკინება: მორის ბოთა, ჯორჯ ჩატერი, დენ კოლი, ალექს კორბისერო, ტომ კროფტი, ლუის დეკონი, პაულ დორან ჯოუნზი, ნიკ ისტერი, ჰენრი ფური, დილან ჰარტლი, ჯეიმზ ჰესკელი, კორტნი ლოუ, ლი მირსი, ლუის მუდი, ტომ პელმერი, ტიმ რაიანი, კრის რობშოუ, საიმონ შოუ, ანდრიუ შერიდანი, მეთ სტივენსი, სტივ თომსონი, თომ ვალდრომი, დევიდ ვილსონი, ტომ ვუდი, ჯო ვორსლი.

უკანა ხაზი: დელონ ერმითიჯი, კრის ეშტონი, მეთ ბანაჰანი, დენ კერი, მარკ კუეტო, ტობი ფლუდი, რიკუ ფლატი, ბენ ფოდენი, შონთაი ჰეპი, ჩარლი ჰოჯსონი, უგო მუნი, ჩარლი შარპი, ჯო სიმპსონი, ჯეიმზ სიმპსონ-დენიელი, დევიდ დტრიტლი, მაიკ თინდოლი, მანუ ტულიგაი, რიჩარდ ვიგლსვორსი, ჯონი ვილკინსონი, ბენ იანგზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული