"ვოლაბებში" ერთი ცვლილებაა

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრები ახალი მწვრთნელის ევან მაკკენზის ხელმძღვანელობით ველინგთონში მეორე მატჩს გამართავს ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან.

შინ პირველ მატჩში განცდილი მარცხის მიუხედავად, მან თითქმის უცვლელი დატოვა გუნდის შემადგენლობა. ერთადერთი ცვლილება მესამე ხაზს შეეხო და ისიც იძულებითი იყო. ტრავმირებული ჰიუ მაკმენიმანის ნაცვლად "ოლ ბლექსთან" სკოტ ფერდი ითამაშებს.

მაკკენზიმ მგეზავის პოზიცია ისევ მეთ ტოომუას ანდო. ეს მისი ბოლო შანსია თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს, რათა ქუადე კუპერს სამუდამოდ მიუჩინოს ადგილი სათადარიგოთა შორის. ალბათ, ბოლო შესაძლებლობა მიეცა ფულბეკ ჯესი მოგსაც, რომელიც ერთი კვირის წინათ "ვოლაბების" შემადგენლობაში
ყველაზე სუსტი იყო.

"ახლა ყველაზე მეტად მოთამაშეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაღელვებს. ძალიან საინტერესოა, როგორ რეაგირებენ ისინი წაგებაზე. მთავარია, ჩვენი საქმიანობის მიმართულება შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ.

დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში უკეთეს ავსტრალიის ნაკრებს იხილავთ",
- თქვა "ვოლაბების" მთავარმა მწვრთნელმა ევან მაკკენზიმ.

ავსტრალია
15. ჯესი მოგი, 14. იზრაელ ფოლაუ, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. კრისტიან ლეალიიფანო, 11. ჯეიმზ ოკონორი, 10. მეთ ტოომუა, 9. ვილი გენია. 1. ჯეიმზ სლიპერი, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. რობ საიმონსი, 5. ჯეიმზ ჰორვილი, 6. სკოტ ფერდი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. ბენ მოვენი.
16. საია ფაინგაა, 17. სკოტ სიო, 18. სეკოპე კეპუ, 19. კენ დუგლასი, 20. ლიამ გილი, 21. ქუადე კუპერი, 23. ტევიტა კურიდრანი.
გვერდი მოამზადა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული