"არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი არ არის, მათ შორის, არც სისხლის პროდუქტების"

AutoSharing Option
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი სამის კი მძიმე რჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მინისტრმა, ასევე, სამძიმარი გამოუცხადა ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს და მათ ახლობლებს.

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება. ექიმების განცხადებით, უკიდურესად მძიმეა მათი მეუღლეების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

- ბოლო ცნობები მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ლომინაძის მდგომარეობის შესახებ
- მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ლომინაძის მეუღლეების მდგომარეობა უკიდურესად
მძიმეა


"რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა მკურნალობას გადიან, ერთი მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი სამის კი რჩება მძიმედ. რაც შეეხება გუშინ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული პანიკის მცდელობებს, როცა მობილიზაციას აცხადებდნენ სისხლის პროდუქტებზე, გიდასტურებთ, რომ არც ერთ ეტაპზე, არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი არ ყოფილა, მათ შორის, არც სისხლის პროდუქტების", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, დილის საათებში კონსილიუმი გაიმართება და უკვე შუადღისთვის იქნება სამოქმედო გეგმა.

"გვიან ღამით იქ ჩავიდა სპეციალისტების ჯგუფი. ვფიქრობ, რომ დილის საათებში გაიმართება კონსილიუმი და შუადღისთვის გვექნება სამოქმედო გეგმა. რაც შეეხება გადმოყვანას, ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას, რადგან სადაც არიან, მათ მკურნალობა კვალიფიციურად უტარდებათ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული