მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ლომინაძის მეუღლეების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

AutoSharing Option
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეების - მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ლომინაძის მეუღლეებს დღეს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანენ.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად ერთი პაციენტი სამტრედიის "ჯეოჰოსპიტალში" იმყოფება, ხოლო მეორე - ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში. ორივე დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ბოლო ინფორმაციით, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება.

- ბოლო ცნობები მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ლომინაძის მდგომარეობის შესახებ

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია 21 ივლისს, საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. კვირიკაშვილი და ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მგზავრობდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამტრედიის საავადმყოფოში განუცხადეს, უკიდურესად მძიმეა ანანო ბუაძის მდგომარეობა, რომელიც მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეა.

ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა, მათ შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთით ყველაფერი კარგად იქნება, მეკო მთელ საქართველოს ჭირდება..
((((
13:45 22-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული