გიორგი კახიანი: დღეს აქ ვიმყოფები, როგორც მოწვეული სტუმარი და არა როგორც პარლამენტარი

AutoSharing Option
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე იმყოფება როგორც ყოფილი მორაგბე და არა როგორც პარლამენტარი ან მთავრობის წევრი.

მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატებს აქვთ უფლება, რომ მიიწვიონ მისთვის სასურველი სტუმრები და დღევანდელ არჩევნებს ილია ზედგინიძის მიწვევით ესწრება.

"მე ვარ რაგბის გულშემატკივარი. 15 წელი ვთამაშობდი და დღეს ვიმყოფები, როგორც ყოფილი მორაგბე, როგორც ილია ზედგინიძის მიერ მოწვეული სტუმარი და არა როგორც პარლამენტარი ან მთავრობის წევრი. მე სიაშიც ვიყავი, კენჭისყრის პროცედურიდან წამოვედი, რადგან მასში ისედაც არ ვიღებ მონაწილეობას", - აღნიშნა კახიანმა.

მისივე თქმით, ორივე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ქართული რაგბი განვითარდება და წინ წავა. თუმცა თავად ზედგინიძის მხარდამჭერია.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული