სრკ-ის პრეზიდენტის არჩევნების პროცესი მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

AutoSharing Option
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი - ილია ზედგინიძე და გოჩა სვანიძე იბრძვის. კენჭისყრის დაწყებამდე ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიშით წარდგება ყოფილი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე.

რაც შეეხება უშუალოდ კენჭისყრის პროცედურას, მასში მონაწილეობს ხმის მიცემის უფლების მქონე რაგბის კავშირის 68 ნამდვილი წევრი. გამარჯვებული ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება.

კენჭისყრა ფარულია. თავად არჩევნების პროცესი მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული