რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატად ილია ზედგინიძე წარადგინეს

AutoSharing Option
დღეს, 14 იანვარს სრკ-ის ნამდვილმა წევრმა, სარაგბო კლუბმა "ფირალებმა" სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ილია ზედგინიძე წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება სრკ-ის საერთო კრებაზე, რომელიც ჩატარდება 24 იანვარს, 13:00 საათზე თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში".

საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურების წარდგენის ბოლო ვადაა 18 იანვრის 13:00 საათი.

ამ ეტაპზე წარდგენილია ორი კანდიდატი: გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
სვანიძეს სახელისუფლებო რესურსების გამოყენებით აჯობებს ზედგენიძე. ეს უკვე გააკეთა ივანიშვილის შვილის ტელევისიამ დღეს 9 საათზე და 20 წუთზე გადაცემაში 20:30. აშკარად მიკერძოებას ქონდა ადგილი ჟურნალისტის მხრიდან. სვანიძეს საუბრის საშუალება არ მისცეს და რაღაც აბდაუბდას კითხულობდა წამყვანი. რა საინტერესოა 19 გუნდმა, რომლებსაც ხმების უმრავლესობა აქვს, წამოაყენეს კანდიდატად სვანიძე და იწონებენ მის პროგრამა, ვინაიდან როგორც პრეზენტაციაზე ითქვა ერტად შეიმუშავეს, ზედგენიძემ როგორღა უნდა აჯობოს თუ ხელისუფლების ზეწოლა არ იქნა. მე ვერ ვხვდენი და იქნებ ამიხსნათ? მოკლედ ბატონ ბიძინას არც ნიჟარაძე მოსწონდა და არც სვანიძე ეხატება გულზე. ხოდა ამ სპორტსაც მალე პატრონი აღარ ეყოლება, ფეხბურთზე უარესი იქნება სამწუხაროდ.
samcuxaroa zalian
23:30 15-01-2016
0
გენაცვალე, რა ზუსტად გაარტყიიიი. ბოქლომას და გამგეობას თავი დაანებე ვიღაცა ხარ და თუ შეგიძლია ჩუმჩუმად კი ნუ ამღვრევ წყალს და სადღაც სადღაც დაძვრები, კაცურად მიდი იმ ხალხთან და იქ "იბლატავე" და საბოლოოოდ გაარკვიერ რა გინდა.
qartvels
14:53 15-01-2016
0

სიახლეები პოპულარული