შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"

AutoSharing Option
26 ნოემნბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების სერიის უკანასკნელი მატჩი გამართა კილმარნოკში, სადაც შოტლანდიის ნაკრებთან 16:43 დამარცხდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად შოტლანდიასთან დამარცხდა

მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო შოტლანდიელთა ზელანდიელი თავკაცი ვერნ კოტერი:

"ძალიან კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, სწრაფი სამი ლელო დავდეთ, ბურთი მოვიპოვეთ და მეტოქეს ის არ მივეცით. ამიტომაც მოწინააღმდეგე თამაშში ვერ ერთვებოდა. ჩვენი ბიჭები სერიოზულად მიუდგნენ თამაშს, სოლიდურად მოემზადნენ და თავიდანვე მოუპოვეს გუნდს უპირატესობა გასამარჯვებლად. მეტოქე ძალიან კარგია ფიზიკურად და ეს შეხვედრაც მძიმე იყო ამ კუთხით, მაგრამ გამარჯვება კარგი
თამაშით მოვიპოვეთ.

მეორე ტაიმში თამაში ცოტა გაიხსნა, ბურთი სველი იყო, ციოდა, ამიტომაც ჩვენი გადასვლები დაცვიდან შეტევაში ისეთი სწრაფი ვეღარ იყო, როგორიც სასურველია. გრეიგ ლეიდლოუმ დიდებულად ითამაშა. ჩვენ უფრო და უფრო ვუმატებთ".

კაპიტანი გრეიგ ლეიდლოუ: "ჩვენ 43 ქულა ავიღეთ და ძალიან კარგი ლელოები დავდეთ ფიზიკურად ძლიერი საქართველოს წინააღმდეგ. ძალიან მომწონს ჩვენი შემტევი სტილი, რომლითაც მეტოქეებს პრობლემებს ვუქმნით".

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული რაიან უილსონი: "ჩვენ კარგად ვიცოდით, ფიზიკურად რამდენად მძიმე თამაში გველოდა. ძალიან კარგია ასეთი პუბლიკის წინაშე დამაჯერებლად მოგება. პირველი ორი თამაში ავსტრალიასთან და არგენტინასთან უფრო დაძაბული იყო, დღეს უფრო კარგად დალაგდა ჩვენი თამაში, ეს კი ბიჭების მძიმე შრომის შედეგია. გვინდა, რომ ასე კარგად გავაგრძელოთ გაისად ექვსი ერის პირველობაზეც".

ფაქტები
* შოტლანდიის ნაკრებმა 2016 წელს 10 მატჩიდან 6 მოიგო, 60% მათი საუკეთესო შედეგია 2002 წლის მერე.
* შოტლანდიამ 2013 წლის შემდეგ პირველად შეძლო გადაბმით საშინაო მატჩები.

Reuters
"საშინაო გუნდმა სტუმართა კარგი დასაწყისის შემდეგ მალევე შემოატრიალა თამაში მეტოქესაც, რომელსაც სურვილი აქვს ექვსი ერის პირველობა გაფართოვდეს. შოტლანდიამ პირველ ტაიმში კლასით აჯობა მეტოქეს, ოთხი ლელო დაუდო და ტაიმი 31:11 მოუგო".

sportal.co.nz
"საქართველოს ნაკრების სურვილს, ჩაერთოს ექვსი ერის პირველობაზე მეშვიდე წევრად, არგუმენტი შეუსუსტდა. რადგან "ბორჯლასონები" გვარიანად დაამარცხეს კილმარნოკის "რაგბი პარკზე".

The Telegraph
"შოტლანდიამ დაუდო ექვსი კარგი ლელო საქართველოს და მას ექვს ერზე მოხვედრის ამბიციები შეუსუსტა. სიმართლე ითქვას, ეს თამაში უფრო კარგ ვარჯიშს ჰგავდა. საქართველო, რომელმაც მეორე დონის ყველა ქვეყანას მოუგო, ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ამ გუნდს შეუძლია უძლიერესბთან ტოლ-სწორად თამაში.

მათი ეს მისია ჩავარდა. შოტლანდია ბევრად უკეთესი იყო ყველაფერში თუ შერკინებას არ ჩავთვლით. შოტლანდიამ 6 კარგი ლელო დადო, რაზეც საქართველომ ვასილ ლობჟანიძის ორი ლელოთი უპასუხა.

შოტლანდია დიდებული ტემპით თამაშობდა, რაშიც მას საქართველო ვერ აყვა. ამ გუნებს შორის ხვაობა რეიტინგში მხოლოდ 5 საფეხურია, მაგრამ მათ შორის სინამდვილეში დიდი უფსკრულია.

ასეთი თამაშით საქართველოს ნაკრების ამბიციას, შეუერთდეს ექვსი ერის გათამაშებას, ახლო მომავალში არავინ დააკმაყოფილებს".

thecourier.co.uk
"შოტლანდიის ნაკრებმა ექვსი ლელო დაუდო "რაგბი პარკზე" ენერგიულ, მაგრამ დაჯაბნულ საქართველოს ნაკრებს".

scottishrugby.org
"შოტლანდიის ნაკრებმა ერთით მეტი ლელო მიითვალა, ვიდრე ეს ტონგასთან მატჩში გააკეთა, ბოლო შეხვედრაში, როცა ნაკრებმა კილმარნოკში ითამაშა. განსაკუთრებით კარგი იყო პირველი ტაიმი, ელვისებური და დინამიკური შეტევებით, რომელთა წყალობით, მატჩის გამარჯვებულის ვინაობა ეჭქვეშ არ დამდგარა".

OnRugby
"ტესტმატჩში შოტლანდიას არანაირი პრობლემა არ ჰქონია საქართველოსთან მატჩში".

dailymail.co.uk
"ვერნ კოტერის გუნდმა ბოლო 14 წელიწადში საუკეთესო სეზონი დიდებულად დაასრულა".

bbc.com
"შოტლანდიამ საქართველოს ღონიერ ნაკრებს აჯობა".
მკითხველის კომენტარები / 38 /
გააუქმეთ ქართული ფეხბურთი და ფული მიეცით რაგბს. 3 ახალი გუნდი გვინდა ასევე 3 ბავშვთა სკოლა. თითო თითო მესტიაში, ყაზბეგში და მთიან აჭარაში. მერე ნახეთ თუ შოტლანდია ბეჭებზე არ დავდოთ ათიდან მინიმუმ შვიდჯერ.
გააუქმეთ ქართული ფეხბურთი
01:44 29-11-2016
0
ილია
28 ნოემბერი 2016 11:18

ძალუძს, თან აშკარად.
რეზო
12:59 28-11-2016
0

სიახლეები პოპულარული