იტალიური რაგბის შეფი: საქართველოს ნაკრები საოცარ შედეგებს აჩვენებს

AutoSharing Option
ერთ კვირაში იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია და onrugby.it-ს ვრცელი ინტერვიუები მისცეს კანდიდატებმა, მათ შორის, მოქმედმა პრეზიდენტმა ალფრედო გავაციმ.

ერთი კითხვა ექვსი ერის თემას და საქართველოს ნაკრების ამბიციებს ეხება. გთავაზობთ ამ კითხვა-პასუხს:

- ექვსი ერის თემასაც შევეხოთ - კონტრაქტი ამ ტურნირთან 2024 წლამდე გვაკავშირებს, მაგრამ უკვე ბევრს ლაპარაკობენ საქართველოსა და რუმინეთის წამოწევაზე, ტურნირის გაზრდის ან გავარდნის სისტემის შემოღების ხარჯზე. ეს ხმები უკვე აღარ ჰგავს ხუმრობას. უახლოესი 4 წელიწადი გადამწყვეტი ჩანს, რას ველოდოთ?
- ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში შოტლანდია და საფრანგეთიც კი
გასულან ბოლო ადგილზე. და ეს რომ ინგლისის ნაკრებს დაემართოს? წარმოგიდგენიათ ერთა თასზე მოთამაშე ინგლისი?

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები საოცარ შედეგებს აჩვენებს. ეს და სხვა ახალი რეალობა მალე ტურნირსაც შეეხება. მაგრამ დღეისათვის ექვს ერში ცვლილება ძნელი განსახორციელებელი მგონია.

მე ვფიქრობ, ექვსი ერის ფორმულა ერთწლიან სტრუქტურაზე უნდა გადაკეთდეს. მატჩები მარტსა და ნოემბერში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო მეტ შემოსავალს მოიტანს, ვიდრე შემოდგომის ტესტები.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოეე ქართველები ხართ თუ უცხო ერის შვილები.გვიბავენ არა, არამედ გვიბამენ. ასო მ-ს ნაცვლად ნუ ხმარობთ ვ-ს.
სტატუს ქუო
12:01 13-11-2017
0
ევროპელების იმედზე რომ ჩვენი მტერი უნდა იყოს ეგ დავინახეთ უკვე. რამე სხვა ტურნირი გვინდა იაპონია, ფიჯი, სამოა, ტონგასნაირ გუნდებთან. ან სუპერ რაგბში 1 ფრანჩიზი მაინც.
giorgi
16:47 17-09-2016
0

სიახლეები პოპულარული