რობ კერნი: "ბორჯღალოსნებთან" განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშებთ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დუბლინში, ირლანდიის ნაკრებთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

თამაშისთვის მთელი გულისყურით ემზადებიან "სამყურებიც". მათი უკანახაზელი რობ კერნი თანაგუნდელებს მოუწოდებს, რომ "ბორჯღალოსნები" სათანადოდ დააფასონ.

"გამარჯვებით გამოწვეული სიხარული, განსაკუთრებით, ისეთ გუნდთან, სამხრეთ აფრიკის ნაკრები რომაა, ცხადია, კარგია. შედეგად, გუნდის თავდაჯერებაც გაიზარდა, რამაც, გამორიცხული არ არის, უარყოფითად იმოქმედოს.

სამხრეთ აფრიკასთან გამარჯვება უკვე წარსულშია. მთავარია, ხიბლში არ ჩავვარდეთ. "ბოკეს" იმ დღეს არ გაუმართლა, ცუდად ითამაშა და დაისაჯა კიდეც. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენს გუნდში ყველაფერი იდეალურად არ არის.

სამხრეთი აფრიკა და საქართველო, ცხადია, განსხვავებული
გუნდებია. ამიტომ სათამაშო სქემა და ტაქტიკაც განსხვავებული იქნება.

საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, მძლავრი შერკინება ჰყავს და თუ ყველა არა, უმრავლესობა საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში თამაშობს" - თქვა რობ კერნიმ.

ის 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებასაც იხსენებს, სადაც ბორდოში "სამყურები" საქართველოს ნაკრებს გადაურჩა. ერთი სიტყვით, რა შემადგენლობითაც უნდა ვითამაშოთ, ქართველებს სერიოზულად უნდა მოვეპყრათო - დასძინა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული