ოთხი ერი: სამი დებიუტანტი "ოლ ბლექსში"

AutoSharing Option
ოთხი ერის (რაგბის ჩემპიონატის) გათამაშებისთვის დაიწყო მზადება ახალი ზელანდიის ნაკრებმა. "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა 34-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ქრაისჩერჩში შეიკრიბება.

ახალი ზელანდიის ნაკრებში სტივ ჰანსენმა სამ დებიუტანტს უხმო. ესენია: რიჩარდ ბაკმენი, ტომ ფრანკლინი და ატუ მოლი.

გამოძახებულთა შორის არ არიან ქრაისჩერჩის "კრუსეიდერზის" მორაგბეები, რომლებსაც მომავალ უქმეებზე ზე რაგბის ფინალი აქვთ სათამაშო. საბოლოო შემადგენლობა, რომელიც ოთხი ერის გათამაშებაში იბრძოლებს, 7 აგვისტოს გახდება ცნობილი.

ახალი ზელანდია
შერკინება: დენ კოლი, ნათან ჰარისი, კენ ჰემისი, ნეპო ლაულალა, ატუ მოლი, ჯეფრი ტოომაგა-ალენი, ოფა
ტუუნგაფასი, დომინიკ ბირდი, ტომ ფრანკლინი, ბროდი რეტალიკი, პატრიკ ტუიპოლოტუ, სემ კენი, ვაეა ფიფიტა, აკირა იოანე, ჯერომ კაიონო, არდი სავეა, ლიამ სქუირე.
უკანა ხაზი: ტავერა კერ-ბარლოუ, თი ჯეი პერენარა, აარონ სმითი, ბოდენ ბარეტი, დამიენ მაკკენზი, ლიმა სოპოაგა, რიჩარდ ბაკმენი, ნგანი ლაუმაპე, ენტონ ლინეტ-ბრაუნი, ჩარლი ნგატაი, სონი ბილ ვილიამსი, ჯორდი ბარეტი, რიეკო იოანე, ნეჰე მილნერ-სკადერი, ვაისაკე ნაჰოლო, ჯულიან სავეა, ბენ სმითი

ოთხი ერი
I ტური, 19 აგვისტო
ავსტრალია-ახ.ზელანდია
სამ.აფრიკა-არგენტინა

II ტური, 26 აგვისტო
ახ.ზელანდია-ავსტრალია
არგენტინა-სამ.აფრიკა

III ტური, 9 სექტემბერი
ახ.ზელანდია-არგენტინა
ავსტრალია-სამ.აფრიკა

IV ტური, 16 სექტემბერი
ახ.ზელანდია-სამ.აფრიკა
ავსტრალია-არგენტინა

V ტური, 30 სექტემბერი
სამ.აფრიკა-ავსტრალია
არგენტინა-ახ.ზელანდია

VI ტური, 7 ოქტომბერი
სამ.აფრიკა-ახ.ზელანდია
არგენტინა-ავსტრალია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
.... შეიარეთ სიახლეებია და იქნებ ის კონკურენტებიც დაგვიხასიათოთ
ADMIN
15:28 03-08-2017
0
დენ კოლი - დენ კოულს(ი) - Dane Coles
სემ კენი - სემ ქეინ(ი) - Sam Cane
ჯერომ კაიონო - ჟერომ კაინო - Jerome Kaino
სონი ბილ ვილიამსი - სონი ბილ უილიამსი - Sonny Bill Williams


0
სიახლეები პოპულარული