საფრანგეთმა იტალია გაანადგურა და ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელმა საფრანგეთმა A ჯგუფში პირველი პოზიცია ოფიციალურად დაიკავა. 

ბოლო, მეხუთე ეტაპზე ფრანგები იტალიელებს დაუპირისპირდნენ და დიდი სხვაობით 60:7 დაამარცხეს, ჯამში 8 ლელო დაუდეს, 7 გარდასახვა გაუტანეს და ორიც საჯარიმო დარტყმა, რითაც მორიგი ბონუს და ჯამში 18 ქულა დაისაკუთრეს. 

მეორე ადგილზე ახალი ზელანდია გავიდა, "ოლ ბლექსმა" ჯგუფში 15 ქულა დააგროვა და ზემოხსენებულ იტალიას 5 ქულით გაასწრო. 

საფრანგეთის ნაკრების მეტოქე B ჯგუფიდან ირლანდია (14 ქულა) ან შოტლანდია (10 ქულა) იქნება, სამხრეთ აფრიკას (15 ქულა) ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდებული აქვს. 

შეგახსენებთ, დღეს, 17:00
საათზე საქართველოს ნაკრები C ჯგუფის ლიდერს, უელსს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც დაასრულებს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას.

სხვა შეხვედრები:

19:45 საათი - ინგლისი - სამოა

23:00 საათი - ირლანდია - შოტლანდია



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული