რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის - უკეთესი გუნდი

AutoSharing Option
ნიდერლანდებში გამგზავრებამდე "ბორჯღალოსნებმა" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე დასკვნითი ვარჯიში გამართა.

გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ბექა გორგაძეს, რომელმაც ტოპ 14-ში "რასინგ 92"-თან მოგებული მატჩისას მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა საშიში არაფერია და ის მწყობრში მალე ჩადგება.

ინტენსიური ვარჯიში, რომელიც ორმხრივ თამაშსაც მოიცავდა, საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა და "ბორჯღალოსნებმა" ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლევან მაისაშვილი: „ნიდერლანდები გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე წინა წლებში იყო და ეს ესპანეთთან თამაშმაც დაგვანახა. ისინი სამხრეთაფრიკელი და ახალზელანდიელი მორაგბეებით გაძლიერდნენ. უდავოა, რომ ნიდერლანდები გერმანიაზე უკეთესი გუნდია. მოსამზადებლად მოკლე
კვირა გვქონდა და მხოლოდ ორი ვარჯიშის ჩატარება მოვასწარით. ხვალ მგზავრობა გვიწევს, რასაც ენერგია მიაქვს. პირველი თამაშის შემდეგ იქნება როტაცია შემადგენლობაში. ბევრი მოთამაშის შეცვლას ვგეგმავთ. მთლიანობაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ვიმედოვნებ, კიდევ უფრო უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ, ვიდრე გერმანიასთან“.

გიორგი კვესელაძე: „შარშან ნოემბერში ურუგვაისთან მუხლის ტრავმა მივიღე, რის გამოც 6 კვირა გამიცდა. რეაბილიტაციამ კარგად ჩაიარა და 100%-ით მზად ვარ. ნიდერლანდები გერმანიაზე უკეთესი გუნდია. ვნახეთ მათი თამაში ესპანეთთან. ვცდილობთ ვარჯიშები იმაზე უფრო ინტენსიური იყოს, ვიდრე თამაში იქნება და მოუთმენლად ველით შაბათის დადგომას“.

ოთარ ლაშხი: „მოხარული ვარ რომ ჩემი დებიუტი შედგა და საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი მომეცა. ასჯერ უფრო მეტი ემოცია მაქვს, რადგან სადებიუტო შეხვედრაში ლელო გავიტანე. რაც შეეხება მომავალი თამაშისთვის მზადებას, ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს და ვეცდებით ნავარჯიშები კარგად გადავიტანოთ მოედანზე“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
რაკი გვათამაშებენ,სჯობს გაძლიერებული გუნდი იყოს.ესპანეთს კარგად ეთამაშნენ და იმედია,ამის მიზეზი,ესპანელების მხრიდან არ დაფასება კი არა,ნიდერლანდელების მიწვეული მოთამაშეების კლასი გახდა.ჩვენ ბიჭებსაც ცოტა ინტერესი გაუჩნდებათ.
სოსო
20:55 09-02-2023
0
აგრეთვე ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ სჯობს მსოფლიო რაგბმა გააუქმოს ავტომატური კვალიფიკაცია. ჰოდა 6 ერს მოუწევს ტიერ-2-თან სისტემატიური თამაში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის. ვთქვათ, 6 გუნდიანი 2 ჯგუფი სამსამი ტიერ- და ტიერ-2 გუნდებით. პირველი 8 გადის. 5 თამაში ორ სეზონზე.
გიორგი
11:45 09-02-2023
0

სიახლეები პოპულარული