"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები წვიმასა და სეტყვაში პრემიალურით დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში სტუმრად რუსეთი ანგარიშით 29:9 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი წვიმისა და სეტყვის თანმხლებით მიმდინარეობდა. პირველი 15 წუთი რუსებმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს "ბორჯღალოსნებს" და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. მასპინძლებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში თავის სასარგებლოდ 3:0 გახადეს.

24-ე წუთზე კი ქართველები დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 7:3 გახდა.

ამის შემდეგ კი "ბორჯღალოსნების" თამაში გაუარესდა და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. 29-ე წუთზე რუსებმა კვლავ ზუსტად
დაგვირტყეს ჯარიმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს 6:7.

ტაიმის ბოლო წუთებზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ანგარიშში დაწინაურდნენ - 9:7.

48-ე წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლება უკვე ქართველებმა მოიპოვეს. სოსო მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და "ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ 10:9.

65-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს. ამჯერად ლელო გიორგი ნემსაძემ დაამიწა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და ქართველები 17:9 დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე კი მიხელ გაჩეჩილაძემ დაამიწა ლელო, მათიაშვილმა კი კვლავ ზუსტად გარდასახა.

77-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ფეხით შეგორებული ბურთი ანზორ სიჭინავამ დაამიწა. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასრგებლოდ 29:9 გახდა. ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულა მიპოვეს და სატურნირო ცხრილში უკვე 19 ქულა აქვთ.

"ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგს შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.


მკითხველის კომენტარები / 29 /
ჰეიგი არის მწვრთნელი რომელიც მუშაობს ,ეძებს, შრომობს , ასწავლის და სწავლობს. უკმაყოფილო ხალხს კი დაფიქრებისკენ მოვიწოდებ . ეს ტურნირი ჩვენთვის სამუშაო პროცესია მხოლოდ და მეტი არაფერი. ჩვენ გვახსოვს საკალათბურთო ნაკრების საოცარი ამხანაგურები და ევრობასკეტზე კი სრული ფიასკო. და არამარტო კალათბურთი ნებისმიერ სპორტში გადამწყვეტ თამაშებზე და ტურნირზე გვიჭირს. აქ კი უნდა განისაღვროს რო არა რუსეთთან ვიყოთ ფორმის პიკში ,არამედ ზუსტად იქ და იმ დროს სადაც საჭიროა , ეს დრო კი მსოფლიო თასია. ასე შევეშვათ "ვარჯიშების" კრიტიკას და ვაღიაროთ რო ქართული რაგბი ვითარდება ხარისხობრივადაც რაოდენობრივადავ და შიდა თუ გარე ასპარეზზე. წარმატებები ქართულ რაგბს.
რიგითი გულშემატკივარი
10 მარტი 2018 21:04
0
ვინც მწვრთნელის შეცვლას ითხოვთ, მაინტერესებს ცხოვრებაში რამე თუ შეგიქმნიათ ღირებული ან ერთი მოსწავლე მაინც თუ აღგიზრდიათ? გუნდის შენებას, მითუმეტეს სათამაშო სტილის შეცვლას კოლოსალური შრომა უნდა. ჰეიგი ამას მინიმალური დანაკარგებით ახერხებს და მადლობის თქმის ნაცვლად აგინებთ. ირლანდიამ ან უელსმა დიდი გაჭირვებით რომ მოგვიგეს, ვინმეს მოუვიდა აზრად მწვრთნელის ან გუნდის შეცვლა? სად სწავლობთ ასეთ აზროვნებას თუ მოგზავნილები ხართ?
ზაზა გ.
10 მარტი 2018 18:59
2
აგინებს ვინმე?????????
vin aginebs
11 მარტი 2018 02:29
0
მოტივაცია ნული და აქედან გამომდინარე თამაშიც ძალიან ცუდი.რა შუაშია ჰეიგი ეგ კაცი ყველაზე ცოდვაა რადგან უმოტივაციო თამაშებში უწევს გამოსვლა და გუნდიც აქედან გამომდინარე მოიშალა აღარააქვთ მოტივაცია იმდენად ძლიერები არიან ამ გუნდებზე ეს დავწერე ესპანელებთან თამაშის შემდეგაც.და თუ ვინმეს გონია რო ჩვენი ბიჭები ესე ითამაშებენ იგივე ვთქვათ იტალიის წინააღმდეგ ის ან რაგბის გარტყმაში არაა ან საერთოდ არააქ ნანახი მისი გუნდის ნაღდი თამაში.
ზაზა
10 მარტი 2018 20:36
4
თქვენ ვინც საერთოდ აზრზე არ ხართ ჯობია საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელზე იფიქროთ. გამოსაცვლელი ეგაა. ფეხბურთს მაინც არაფერი შველის და სალაპარაკო გექნებათ, დიდად არაფერი არ დაზარალდება. ეს წარმატებული მწვრთნელია.
MX
10 მარტი 2018 18:00
5
ეხება იმათ ვისაც პრეტენზიული ხედვა აქვს საქართველოს ნაკრებზე.. ხალხო რა გინდათ საერთოდ თუ რაგბის ცოდნა არ გაქვთ ნუ გაიძახით რო ასე თუ ვითამაშებთ 6 ერში რა გვინდა და ესეთბი. გუნდი იგებს უკმაყოფილო ხართ , გუნდი თუ აგებს კიდე უკმაყოფილო ხართ.. ასე არ ვარგა ისე არ ვარგა. რატო ტოვებთ აქ რაგბის არამცოდნეები და ინტრიგის მქონე ხალხი ასეთ აზრებს ... ვისაც რამე არ მოგწონთ შეგიძლიათ საერთოდ კომენტარი არ დაწეროთ.. ვულოცავ საქართველოს და ქართველ ერს კიდე ერთ დიდ გამარჯვებას.
jamie joseph
11 მარტი 2018 04:11
2
გილოცავთ ყველას ბიჭებმა მაგრად ითამაშეს მეორე ტაიმი. ასეთ ამინდში და რაც მთავარია რუსეთი მიაფარჩაკეს . მადლობა ბიჭებს და ვულოცავ მთელ საქართველოს
zuu
10 მარტი 2018 18:38
1
ვულოცავ ბიცჰებს ამ გამარჯვებას!!!!
რაც შეეხება თამაშს რუმინეტი ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებს....
sport faza
10 მარტი 2018 17:45
1
გილოცავთ!!! გაიხარეთ!!! იმედია, რუმინეტთანაც გაგვახარებთ!!!
tngh
10 მარტი 2018 18:41
1
არაფერს ვამტკიცებ,უბრალოდ ჩემი აზრია,ბიჭები უმოტივაციოდ თამაშობენ,ესპანეთთანაც ასე იყო,უბრალოდ გავიჭედეთ,ამ გუნდებს როგორც უნდათ და როცა უნდათ,უპრობლემოდ მოუგებენ,და რა ამით,ზევით არ გვიშვებენ,მსოფლიოზე გასული ვართ,ყველაფერი დიდი ხნის გადაწყვეტილია,ვარჯიშის დონეზეა თამაშები.ქართული ხასიათია,რაც გვაქვს არ გვაკაყოფილებს,ეს კარგია,თუმცა თამაში არაფრისთვის გამოგვდის.
tazo
10 მარტი 2018 18:26
0
გილოცავთ ყველას, მაგრამ ეს ის დონეა რომლითაც 6 ერში გვინდა შესვლა?
Gulshematkivari
10 მარტი 2018 18:00
28
ეს არა, უელსთან რომ იყო ის არის ;)
გიორგი
10 მარტი 2018 19:02
0

სიახლეები პოპულარული