ინგლისის ნაკრების თავკაცი: ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ

AutoSharing Option
ინგლისური გამოცემა Telegraph-ი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად  გთავაზობთ.

როგორც იცით, "ბორჯღალოსნები" ინგლისში იმყოფებიან და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად წვრთნას გადიან.

"ედი ჯონსის იმედები, რომ საქართველოს უძლიერესი და საიმედო შერკინების ხაზი ჰყავს, გამართლდა. ვარჯიშის ღია ნაწილის დროს გამოჩნდა, რომ ქართველებმა ინგლისის შერკინების ხაზი მინიმუმ ორჯერ გატეხეს, თუმცა მსაჯი ინგლისელებს უფრო მეტ ჯარიმას უნიშნავდა.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა ვარჯიშის შემდეგ განაცხადა:

"საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზი ნამდვილად ისაა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ბიჭებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს. თავიდან ქართველებს
უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა შემდეგ ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ნამდვილად საუკეთესო ვარჯიში იყო, რომელიც ყველას ძალიან მოგვეწონა".

გუნდებმა სხვა ასპექტებშიც გამოსცადეს ძალა, თუმცა ყველაზე მეტი ინგლისელებმა შერკინებაში ისწავლეს. ამის შესახებ ედი ჯონსმა თქვა:

"ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ. შერკინებაში მიწოლის დროს მათი ზოგიერთი ხერხი ძველმოდურია და ზოგიც ახალი. შესაბამისად, ბიჭებმა ბევრი ისწავლეს.

ჩვენ ქართველებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. მაგალითად, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა, ისე, რომ ფეხი არ გაამოძრაონ. ისინი ამ კუთხით ძალიან ძლიერნი არიან. ქართველებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა შერკინებაში, ისე, რომ წონასწორობა არ დაკარგონ", - აღნიშნა ჯონსმა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ჩვენებიც ბევრს ისწავლიან დარწმუნებული ვარ, მშოფლიოში საუკეთესო მორაგბეებთან ვარჯიში ბევრისთვის შეუძლებელია, ჩვენებმა კი დაიმსახურეს! მთავარი კი ისაა რომ ინგლისელები თავის მხრებზე გამოცდიან რომ ვიმსახურებთ მათთან ერთ დონეზე თამაშს, დარწმუნებული ვარ არაერთი ინგლისელი მორაგბე გააკეთებს ამასთან დაკავშირებით კომენტარს ჩვენთან ვარჯიშების მერე, რაც ისევ ქართულ რაგბს მოუხდება ;)
ზურა
14 თებერვალი 2018 12:42
0
ეს უნამუსოები, ჩვენგან შერკინების სწავლა უნდათ და 6 ერში მიღება არა? უხ თთთქვენი .....
ბმბ
14 თებერვალი 2018 12:12
2
ჩვენ რა ვისწავლეთ, ეს არის მთავარი!
მერაბი
14 თებერვალი 2018 12:30
0
ამ 6 ერზე ვერ მიგვიღებენ კაიხანი, და არა იმიტო რო ჩვენი ბიჭები ცუდად თამაშობენ, ან ძალიან გაუჭირდებათ, არაა, პირიქით უფრო დავიხვეწებით. მაგრამ ეს ტურნირი არის მაყუთის საკეთებლად და არ გვინდა ჩვენ ამის გაგება.../ ჩვენი ხალხი საქართველოში დინამოს ვერ გაავსებს , იმიტო რო ბილეთი ეღირება ძვირი, ამ ტურნირის ბილეთები ძალიან ძვირი ღირს, მაგალითად: იტალია - ინგლისი ღირდა 300 ფუნტი , ჩემმა მეგობარმა ეს თანხა გადაიხადა, შეილება ცოტა იაფიაც იყოს, ყველაზე ცოტა 100 ფუნტი, და ეს ხალხო 1000 ლარამდე ურტყამს და მოიძებნება თბილისში ის ფულიანი და ამავე დროს რაგბზე შეყვარებული ხალხი , რომელიც ზედიზედ , ყოველ მეორე კვირას ამ ფულს გადაიხდის ბილეთში? სამწუხაროდ ძალიან მეეჩვება. / თორე ვისაც არ გაუხარდეს და ვინც საქართველოს ხელი შეუშალოს იმის ასე და ისე..../ გმადლობთ ყურადღებისათვის.../ არ დამიბლოკო , გეხვეწები ....
Vasili
15 თებერვალი 2018 21:14
0
რატომ გადაწყდა რომ ჩვენ უნდა გვესწავლებინა მაგათთვის შერკინებაში მიწოლა
გვაღიარებენ რომ უძლიერესნი ვართ ხო? ხოდა სანამ არ მიგვიღებდნენ 6 ერში ჰქონოდათ იმედი რომ ადრე თუ გვიან შეგვხვდებოდნენ მოედანზე და იქ ნახავდნენ ჩვენი მორაგბეების ძალას. რატომ ახალი ზელანდია არ გვასწავლის უკანა ხაზით თამაშს, ვთხოვოთ იქნებ თანხმობა მოგვცენ და გვასწავლონ მათთაც რაიმე. ეხლა რომ შევხვდებით და შერკინებაში-ც რომ მოგვიგებენ, მერე იტყვიან თქვენ შერკინებაც არ გცოდნიათ და ჩვენი დონის ნაკრები არ ხართო. და მორჩება ლაპარაკი 6 ერზე. თანაც მსაჯებიც იმათკენ გადაიხრებიან, რომ გავთანაბრდებით მიწოლაში და ვეღარ ვაჯობებთ აშკარა უპირატესობით.
რა უბედურობაა რა არის.
მორჩა კინო!
აბა
14 თებერვალი 2018 13:09
14
გარტყმაში არა ხარ ჯიგარო სპორტის და იჭაჭები რაღაცას ვითომ დუხით.... ყველამ თავის საქმე აკეთოს რააა
მიროსან
14 თებერვალი 2018 16:33
3
მოკვტა ჩვენი საიდუმლო. ნწ, ნწ, ნწ.

P.S. რაც მეტი ასეთი ვარჯიში მით უკეთესი რაგბი გვექნება.
ანდროიდი
14 თებერვალი 2018 12:34
1
დინამომ რომ ვესტ ჰემი აცრა 81-ში, მაშინ დაიწერა ბრიტანულ პრესაში - ქართველებმა შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაში გვასწავლესო... ახლა რაგბს სწავლობენ ჩვენგან... მოკლედ, გვაღიარებენ, მაგრამ მაინც ზემოდან გვიყურებენ - თავის ტოლ-სწორად არ აღგვიქვამენ, რადგან ამპარტავნება სჭარბობთ... თუმცა ეს ხელს არ უშლით სწავლაში... ჩვენც რომ ასე გვიყვარდეს სწავლა, ერი ვერ გვაჯობებდა ვერც სპორტში და...
დინამომ რომ ვესტ ჰემი აცრა 81-ში მაშინ დაიწერა ბრიტანულ პრესაში - ქართველებმა შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაში გვასწავლესო...
14 თებერვალი 2018 16:22
1
ინგლისელები ამაყი და ამპარტავანი ხალხია საერთოდ, ყველას ზემოდან უყურებენ
....
14 თებერვალი 2018 17:32
1
ნახე-რა, მაინც რომ ეჭვის თვალით გვიყურებს !!! *(^_°)*
დათო
15 თებერვალი 2018 15:56
0
ესენი მგონი პირველი ქართველებია,ვინც თავი რამეში გამოიყენა !
ალექს
14 თებერვალი 2018 16:25
0
რა გჭირთ ხალხო? რა ყველგან შეთქმულების თეორია გელანდებათ. რატო კამათობთ? ეს არის უდიდესი მოვლენა ქართულ რაგბში. უფრო დიდი ვიდრე ერთა თასისის კიდევ ერთხელ მოგება. შერკინება მარტო მიწოლა არ არის. აქ ბადალი არ გვყავს. მაგრამ შერკინების მოთამაშეები ღია თამაშში? აუტი, მოლი, რაქი... ახლოსაც ვერ მივალთ ტოპ გუნდებთან. ასე რომ ჩვენ უფრო მეტს ვიღებთ, აღიარების გარდა. თან მთელი გუნდი ვარჯიშობს. ვუნიპოლას რა ხეზე ასვლა უნდა ვასწავლოთ კაცი უდიდესი ბურჯია მსოფლიოში. N1 :))) მაგათი გამოგონილია ეს თამაში. შედარებისთვის. კალათბურთის ნაკრებმა აშშ სთან რომ ივარჯიშოს ან ფეხბურთისამ ბრაზილია, გერმანიასთან :)
გაგვიხარდეს და შევირგოთ. გაიხსენეთ უელსთან და ირლანდიასთანაც კინაღამ მოგებულ თამაშებში 1-2 მეტრიდან ვერ დავდეთ ლელო. ასე რომ ჩვენ იმათგან ძლიან ბევრი გვაქვს სასწავლი. დაწყნარდით და გაიხარეთ.
dimeli
15 თებერვალი 2018 12:02
1

სიახლეები პოპულარული