7 ლელო! - "ბორჯღალოსნებმა" ბელგიის ნაკრები გაანადგურეს [VIDEO]

AutoSharing Option
10 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქუთაისში "აია არენაზე" რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 47:0 დაამარცხა.

ქართველებმა ჯამში მეტოქეს 7 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულა მოიპოვეს.

მე-9 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, შეხვედრაში პირველი ლელო ლევან ჩილაჩავამ დადო, ბექა წიკლაურმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.

მე-15 წუთზე შალვა მამუკაშვილმაც შეძლო ლელოს დადება, წიკლაური კი გარდასახვის დროს კვლავ ზუსტი იყო და ანგარიში 14:0 გახდა.

25-ე წუთზე ლელოთი თავი ზურაბ ჟვანიამ გამოიჩინა, წიკლაური გარდასახვა და ბელგიას ანგარიში 21:0
გაუხადეთ. მატჩის მიწურულ კი თავად წიკლაურმა შეძლო ლელოს დადება და გარდასახა კიდეც. საბოლოოდ საქართველომ პირველი ტაიმი 28:0 მოიგო.

55-ე წუთზე გიორგი ფრუიძემ დადო ლელო. სამწუხაროდ წიკლაურმა ბურთი ვერ გარდასახა. 67-ე წუთზე უპირატესბა 38 ქულამდე სანდრო თოდუამ გაზარდა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვით ანგარიში 40:0 გახადა.

77-ე წუთზე სადებიუტო ლელო ნაკრებში ანზორ სიჭინავამ დადო. წიკლაურმა კი ამეჯრადაც ზუსტად შეასრულა გარდასახვა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს სტუმრად გერმანიასთან 17 თებერვალს ჩვენი დროით 17:30 საათზე გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მხოლოდ იმიტომ მოვიგეთ რომ გაცილებით ძლიერი მორგბეები გვყავს! გუნდს საერთოდ არ ეტყობა მწვრთნელი, საერთოდ არ არის პროგრესი ხელით თამაშში. ძალიან არასწორი სელექცია, მოკლედ აშკარაა რომ ჰეიგს დიდი მადლობა, მაგრამ უფრო მაღალი კლასის მწვრთნელი გვჭირდება.
ავთო
17:55 10-02-2018
15
ყოჩაღთ?!
Geixare
17:19 10-02-2018
4
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული