BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?

AutoSharing Option
ბრიტანულმა მედია-მაგნატმა BBC-მ უელსი-საქართველოს დაპირისპირებას (13:6) ვრცელი სტატია მიუძღვნა და რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება.

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კარდიფში ჩატარებული შეხვედრა 13:6 დასრულდებოდა. საქართველოს ამ მატჩში "ოქროს შანსი" მიეცა და საკმაოდ კარგად სცადა კიდეც გამოყენება.

თუ რაგბში მთავარია შეტევა, შეჭიდება და მინდორზე აქტიურად მოძრაობა, მაშინ საქართველო ყველაზე რეალური კანდიდატია, რომ ექვსი ერის წინაშე აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ერის მთვარი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფეჰანი არ უჭერს მხარს უახლოეს მომავალში, ექვსი ერის გაფართოებას. მილტონ ჰეიგი მოითხოვს, რომ როგორც მინიმუმ შანსი
მიეცეს, საქართველოს ნაკრებს ესეთ გუნდებთან შეხვედრის, რათა გააუმჯობესოს თამაში.

უელსის ნაკრებმა 14 ცვლილებას მიმართა ამ შეხვედრაში და ამ ორი გუნდის უფრო რეალურ დაპირისპირებას 2019, წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ.

ეს მატჩი პასუხობს იმას, რომ საქართველო იმსახურებს უფრო ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებას, ვიდრე მასზე დაბალი დონის ნაკრებებთან ჭიდილია.

სტადიონზე 55 000 ადამიანი მივიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართველთა თამაშმა რაგბის გულშემატკივრები დააინტერესა. "
მკითხველის კომენტარები / 87 /
კარგია დასაწყისისთვის , ,,სენსაციამდე ვერ ..ქაჩავს" და მაინც, მთავარია რაც შეიძლება ბევრია ახალგაზრდა ჩაერთოს სპორტით დაკავდეს , ჯანი კი გენეტიკურად მოგვდგავს, მსოფლიოში უძველეს მიწადმომქმედ, ვაზისმოყვარულ და მეომარი ხალხის შთამომავალთ ,აი სიზარმაცის სიჯიუტეს თუ მონდომების სიჯიუტითვე დავამარცხებთ ჩვენი დამმარცხებელიც აღარავინაა !
ბაბაია
19 ნოემბერი 2017 16:11
0
ექვს ერში მეექვსე იტალიაა, ის იტალია რომელსაც რეიტინგში დღეს ხვალ რუმინეთიც გადაუსწრებს, ხოლო საქართველოს ნაკრებს დიდი ხანია უკან ყავს მოტოვებული.
რამაზ
20 ნოემბერი 2017 19:16
1
ექვსი ერისთვის აბსოლუტურად მზად ვართ.წარმოიდგინეთ ,რომ გვყოლოდა ზირაქაშვილი და გორგოძე რომლებიც საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში სისტემატიურად ხვდებიან უფრა ძლიერები ვიქნებოდით.დააბრუნეთ კაპიტანი ის საპენსიოდ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.მადლობა გუნდს თავდადებისა და მონდომებისათვის.მალე დადგება ის დღე როცა თბილისში ჩამობრძანდებიან და სახლში დამარცხებულებს გავუშვებთ!წ ი ნ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო !
888
20 ნოემბერი 2017 09:51
2
მე შეშინებულმა უელსელებმა გამაკვირვეს,ბოლოს რა იკადრეს,დამფრთხალი წისქვილის ვირთხებივით შიშისგან ხაზს ვერ ეკარებოდენ და ქანც და ილაჯ გაწყვეტილნი,რახაცას მსაჯს თხოვდენ თუ ეხვეწებოდენ,ყველაფერი იკადრეს ოღონდ ფრე არ დამთავრებულიყო,ცოტა უფრო მეტი გამოცდილებით ამ შეშინებულ უელსელებს აუცილებლად მივჭირხვნივდით,ბიჭებო გენაცვალეთ!გაიხარეთ,უფალი გფარავდეთ.
ნუკრი ბასილაძე
19 ნოემბერი 2017 15:44
0
თქვენ გაიხარეთ ბიჭებო. მელიტონამ რომ გუნდი დააყენა, მაგას რა თქმა უნდა. მაგარი კაცი გვყავს, და ბოღმას შეეშვით, ესეთი შედეგები, მაგის დამსახურებაა.გამოცდილება დაგვაკლდა და შესაბამისად მრავალფეროვნება შეტევაში, ანუ ბურთი რო ამოეგდოთ, ანუ პასი რომ გაეკეთებინათ, მოკლე პასი, მე მგონი შეგლიჯავდნენ და ეგ იყო რა. უნდა ეცადათ, მარა ვერ გარისკეს. ეგაა გამოუცდელობა. გუნდი უკვე მზადაა, ასე ვიტყოდი მე, 3-4 თამაშს წააგებდა და მერე ბევრს ვნახავდი გამწარებულს, მასე იტალია სულ წაგდებული არა ყავთ? იმედები , იმედები, კარგია
vaso
19 ნოემბერი 2017 20:32
0
აზრზე მოდით-ს

გეტყობა მაინც და მაინც არ გესმით "მორკინალი"-ს მნიშვნელობა, რაც მოჭიდავეს ნიშნავს.
მეგრულში ეხლაც ასე ჰქვია მოჭიდავეს - მორკინე, ჭიდაობას კი- რკინება.

შერკინება რაგბის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ეს ჩვენი კოზირია.
თუ ფეხბურთის ან ხელბურთის ყურება გირჩევნიათ, მაშინ რაგბის ფანობას ნუ დაიბრალებთ.
zug.
20 ნოემბერი 2017 10:13
0
მაგ ხალხს რაგბი სპრინტერების სირბილი და და ქულები გონია მარტო.
ანდრი
20 ნოემბერი 2017 12:02
0
ამ დიდი თამაშის წინ ცოტას თუ ეჯერა საქართველოს ესეთ შედეგს მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო გუნდთან.ფაქტი ერთია საქართვრლოში რაგბი დგითიდგე იზრდება და მალე მსოფლიოზე ჯგუფიდან გასვლა მთავარი მიზანი არ იქნდბა. აი ეს არი სწორად ჩადებული ინვესტიციები ამდენი ახალი სწადიონი ბევრათ უკეთესი ბაზები.მელე ჩვენ დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს დიდ რაგბში.დამიჯერეთ ჩვენ მალე მრისხანე მეტოქე ვიქნებით ნებისმერ მეტოქისათვის.
ამიკო
20 ნოემბერი 2017 07:04
1
დიდება სქარტველოს ასეტი სჰვილები რომ აცუქა რაგბს დიდება ბიწებო ტქვენ ამსვენებტ საქარტველოს
ledi
19 ნოემბერი 2017 16:43
0
ვფიქრობ, რომ ეს თამაში, განსაკუთრებით მისი ბოლო 15 წუთი, ძალიან სიმბოლურია. საქართველო "აწვება" 6 ერის კარს უკვე არა ერთი წელია, მაგრამ კარი არ იღება. სწორედ ეს მოხდა, როცა ბოლო 15 წუთი "შევესიეთ" მათ ჩათვლის მოედანს, მაგრამ "კარი" არ გაიღო, სამართლიანად თუ უსამართლოდ. ცხადია ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი სანამ გავხდებით 6 ერის "სამოთხის" სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ სხვა არჩევანი სამწუხაროდ არა გვაქვს გეოგრაფიული მიზეზების გამო.
sandro K.
19 ნოემბერი 2017 19:42
0
ჩვენ რაგბში ვჭიდაობთ ისინი თამაშობენ.6 ერის ნებისმიერი გუნდი ბოლოში ბურთს გაითამაშებდნენ და მითუმეტეს კაცნაკლულ მოწინააღმდეგეს აუცილებლად დაალელოვებდნენ.ამიტომაც საჭიდაოთ 6 ერში არავინ მიგვიღებს.მახსოვს საფრანგეთში მსოფლიოზე ირლანდიას სწორედ ასე ვეჭიდავეთ ბოლო წუთებზე,მაგრამ შემდეგ თამაშში ფრანგების მეორე შემადგენლობასთან სამარცხვინოთ გავნადგურდით.უაზრო ბაქიბუქს თავი დაანებეთ.ჯობია კომბინაციური ხელით თამაში ვისწავლოთ მაგრათ.
აზრზე მოდით
19 ნოემბერი 2017 17:14
23
აშკარად არ გახსოვს ის თამაში, არაფერი საერთო არ აქვს გუშინდელთან. გასაგებია მეტი სიჩქარე, შესაბამისი სისხარტე და მრავალფეროვნება ჯერ არ გვაქვს ამ დონისთვის განვიტარებული, მაგრამ ასე მწარედ დაბრმავება და ირლადიასთან თამაშთან გაიგივება აბსურდია. უდიდესი განსხვავება და პროგრესია სახეზე. იგივე გუნდები რო დადგეს ერთი კვირის თავზე პირისპირ დარწმუნებული ვარ საკმაოდ მიმზიდველ თამაშში დამარცხდებოდა უელსი.

P.S. ლობჟანიძეს აკრიტიკებენ ბოლოს ხშირად, მაგრამ რომ არა მაგის შესანიშნავი ჩაჭიდება ბურთზე გუშინიქნებ სულ სხვა ხასიათზე ვყოფილიყავით დღეს.
ანდრი
19 ნოემბერი 2017 20:37
0
ბებია გყაავს???
oeee
19 ნოემბერი 2017 19:41
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული