უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
არა რამაზ,მელიტონა არაფერ შუაშია,უბრალოდ უელსმა იეშმაკა და მათ არ აგვარჩევინეს ბოლოს შერკინება-ტრავმები მოიმიზეზეს შერკინების ორმა უელსელმა და ამიტომ აღარ შეიძლებოდა შერკინების დაყენება.ანუ ჟარგონულად რო ვთქვათ უელსელებმა არაკაცურად მოგვიგეს(შეეშინდათ ჩვენი შერკინების და წაიაფერისტეს) და ეს იგივეა ფეხბურთში რო ხელით გატანილი გოლით მოიგებ თამაშს
roma
18 ნოემბერი 2017 23:31
0
მთელი თამაში მაკანკალებდა ნერვიულობისაგან...უელსის ნაკრების თამაშებს მუდმივად თვალს ვადევნებ და ასე დაჩაგრული მისი შერკინება არ მინახავს. სამწუხაროდ ჩვენმა მარქაფამ ისევე ძლიერად ვერ დაჩაგრა, თორემ აუცილებლად დაიდებოდა ბოლო ლელო ორივე შემთხვევაში...თქვენ გენაცვალეთ ჯიგრებო, ვამაყობ თქვენით!
მილტონ ჰეიგს კი მგონი ძეგლი უნდა დავუდგათ:)
emigranti
18 ნოემბერი 2017 23:21
0
მეც ამას ვამბობ,ძეგლი თუ არა,ერთი ქუჩა მაინც უნდა იყოს მისი სახელობის:))) პატივს ვცემ ამ ადამიანს,ასე გულითადად,რომ ზრუნავს რაგბის მომავალზე!!!
მაკა
19 ნოემბერი 2017 00:43
1
მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, საქართველოს სასახელო ხალხია ესენი, არ დამავიწყდება თამაშის ბოლოს ამათი სახეები და თვალები , არცერთთან მაკავშირებს პირადი ნაცნობობა მაგრამ დარწმუნებული ვარ რო მართლა ესენი სულიერადაც ამაღლებული ხალხია, იციან რო მცირედიც კი გვიხარია ქართველებს და ჩვენი გულის გასახარად ტოლს არ უდებენ გაცილებით უფრო მაღალ კლასის გუნდებს, ასე გააგრძელებენ იმედია და , რამოდენიმე წლის შემდეგ ,მგონი აღარ იქნება გასაკვირი უელსის , ზელანდიის, საფრანგეთის, ინგლისის , აუსტრალიისდარ ქვეყნებთან ტოლსწორად თამაში...// სხვათაშორის მეგონა ეს 6 ერი მარტო ქართველ გულშემატკივარს გვაწუხებდა და მეგონა ამ ქვეყნების გულშემატკივრებმა არც კი იციან ჩცენზეთქო, მაგრამ გამაოცეს ნამდვილად, არაერთმა გულშემატკივარმა ჩამოაგდო სიტყვა 6 ერზე , რო თურმე აუცილებლად ინდა ვიყოთ 6 ერში მეშვიდე ქვეყანა, და თურმე როგორ სწრაფად ვპროგრესირებთ...//// პ.ს. ( საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები , მთელი ფედერაცია და მთელი ეროვნული ჩემოიონატის ფეხბურთელები თავიანთი მწვრთნელებიანად შეიყვანეთ ერთ დიდ დარბაზში, გარედან რაღათქმა გადარაზთ ურდულით გამოსასვლელი კარები!!! და აყურებინეთ რაგბისტების ეს თამაში , დაუსრულებლად ,10 დღის განმავლობაში ..../ იქნება გავაღვიძოთ მაგათშიც (მხეცი) ან რამე, რავიცი...!!! :D
Vasili
18 ნოემბერი 2017 23:20
0
მივჯირყნეეეეეეეთ!!!!!!!!!!!!!! და მსაჯებიც დაიხმარეს!
rigiti
18 ნოემბერი 2017 23:07
1
აბა გამოდით ლომებრ მყეფე მტერთ სისხლ მჩქეფე ბელაცვალე ბიჭებს
მდა
18 ნოემბერი 2017 23:06
0
ყველაფერი კარგი იყო ხაზს მეტად უნდა ვენდოთ. მგონი მილტონმა დაავალა პირველი ტაიმი გაძელით და თამაშში დარჩითო მერე სისწრაფეებიც იკლებს და შანსი გვეძლევა, გამოუცდელობის ბრალია შემდეგში ჩვენს შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ. გამაკვირვა ახალი თაობა წინ ფაქტიურად ბურთს არ აგდებს მანდ კლასიანად თამაშობენ. იმედია იტალიის ტესტს არ გააუქმებენ 6ერი პრესშია უკვე 3თამაში მოგვცეს 3წელიწადში და უელსი სახლში კინაღამ დავამარცხეთ!!! თორე შერცხვენით კი შევარცხვინეთ ეს რა იკადრეს შერკინებაში დამალვა თიერ 1 არ გრცხვენია?
Me
18 ნოემბერი 2017 23:03
1
დიმა არის თანამედროვე ნუგზარ ჯუღელი: არაფრის გაგებაშია! რაც შეეხება ბიჭებს-მაგრები ხართ, გენაცვალეთ ჯიგარში!
გულშემატკივარი
18 ნოემბერი 2017 23:02
0
ფეხბურთში კაი მარგალიტებს ისროდა))) მარა ნიაზი საოცრებაა - დავკეცეთ ლეჟანკასავითო )))))
გგგ
19 ნოემბერი 2017 15:39
0
მეამაყება რომ ვარ ქართველი,ტქვენ კი ცჰვენი სული და გული მეამაყებით ბიჯებო,ასე ჯიგრულად მიაწექით ყველაფერი კარგად იქნება,წინ საქართველო
მარი
18 ნოემბერი 2017 22:59
0
უელსმა მაგრად იჩათლახა, სპციალურად გაიყვანეს 1 ხაზელი, ვითომ დაიმტვრა და წესების მიხედვით შერკინება აღარ დაინიშნა ... აი მასე გაძვრნენ :(
paata
18 ნოემბერი 2017 22:48
0
ზირაქა და მამუკა რომ გვყოლოდა, ის ლელო უეჭველი დადებული არ გვქონდა? რატომ არ შეიძლება შეიცვალონ აზრი და მსოფლიოზე ითამაშონ, ბევრად ძლიერი გუნდი გვეყოლება, ამ მატჩზე კი რა ვთქვა, რაგბიში გრანდი საერთოდ მეორე ტაიმში იგებს თამაშს უფრო მაღალი კლასის ხარჯზე, ამ თამაშში თუ ვინ იყო უკეთესი მეორე ტაიმში, თავადაც ვნახეთ, დასკვნები რაგბის მამებმა გააკეთონ.
ბმბ
18 ნოემბერი 2017 22:42
0

სიახლეები პოპულარული