უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
ბოდიშს ვიხდი გამოტქმული აზრის გამო, რომ მილტონმა დაინდო და შერკინება არ დანიშნა თქო ბოლოს. თურმე უელსელებს შეშინებიატ და წესების მანიპულირებით შერკინება არ დაუნიშნინებიათ. ისე შეეშინდათ, რომ კაცობაზე ხელი აიღეს და ...... გორგოძეც რომ გვყოლოდა უეჭველი მოუგებდით.... გენაცვალეთ ძმებო, ძალიან გაგვახარეთ
Ramaz
19 ნოემბერი 2017 06:56
0
საქართველოს ნაკრებმა უელსთან საშინელი თამაში აჩვენა. ჩვენი ნაკრების მაქსიმუმი არის ის რომ მოწინააღმდეგეს თამაშის საშუალება არ მისცეს. ეს იყო არასანახაობრივი, მოსაწყენი ჭიდაობა. ისე როგორც საქართველოს ფეხბრთის ნაკრები, რაგბის ნაკრების მაქსიმუმი არის მოწინააღმდეგისთვის თამაშში ხელის შეშლა. არანაირი სანახაობა და ინტერესი ასეთ თამაშს არ აქვს და ექვსი ერის შეჯიბრებაში ასეთი თამაშის მომხრეები არ იქნებიან. მე როგორც მაყურებელი ასეთი თამაშის საყურებლად არ წავალ სტადიონზე. საქართველოს ნაკრებს აკლია შემოქმედებითი ალღო, მოქნილობა, სისწრაფე, ფიზიკური მომზადება.
ლუკა
19 ნოემბერი 2017 05:35
51
ლუკა! NBA-ში ვის გულშემატკივრობ?
გ.ბ.
20 ნოემბერი 2017 19:10
0
ბოლო წუთები თუ სანახაობრივი არ იყო მაშ რაღაა სანახაობა? უელსმა რომ თავისი ნებით ჩაიხადა 70 ათასი კაცის თანდასწრებით, მარტო ამისთვის ღირდა ყველაფერი.
P.S. უელსის მორაგბეთა ნაკრების მწრთვნელი თავის ასისტენტად კაშიას გადაყვანას აპირებს, თავისი სამკლაირიანად.
imereli
19 ნოემბერი 2017 10:03
1
ყველა გამოხმაურება
მილტონს ღირსების ორდენი ეკუთვნის,მართლაც რომ ალალია ამ კაცზე.
ალექსანდრე
19 ნოემბერი 2017 05:21
0
ექვს ერს უნდა დაემატოს საქართველოც და გახდეს შვიდი ერი,არავინ არ უნდა დატოვოს,საქართველოც უნდა იყოს და იტალიაც.
Cc
19 ნოემბერი 2017 00:29
0
ჩვენებმა უელსს ლეჩაქი დაახურეს.
ეს წაგება დიდ გამარჯვებას უდრის სინამდვილეში.
დღეს ბიჭების დამსახურებით ქართული რაგბის ახალი ეპოქა დაიწყო. 2017 წლის 18 ნოემბერი კარგად უნდა დავიმახსოვროთ.
imereli
19 ნოემბერი 2017 00:10
0
იმედია იმედი არ გახდა ექსკლუზიორი ტრანსლატიორი რაგბის მატჩების. ობოლაძემ ფეხბურთი შემაზიზღა და ახლა რაგბიც ამან უნდა წაიყვანოს? ნამუსი არაა? რაგბი ტვ ზე რატო არ აჩვენებენ? ნიაზის დიდი პატივისცემის მიუხედავად, პარტნიორი ჭირდება, უფრო ახალგაზრდა, რომელსაც არ გამოეპარება, თუ რატომ "არ ავიღეთ" ბოლოს შერკინება. ემოციები რო გადავდოთ, მთლიანობაში შედეგი ძალიან კარგია.თავიდან ისევ იყო ნერვიულობა. ეგ გაივლის ასეთ გუნდებთან ბევრს რო ვიტამაშებთ მერე. თაზო მჭედლიძის არყოფნა მაინც გაუგებრად რჩება ჩემთვის. კაკოვინი რო ყოფილიყო (3ზეც დგება) კაცი, ნათლად გამოჩნდა კარგი იქნებოდა. ბეკოშვილი უსუსტესია.
zuka
18 ნოემბერი 2017 23:59
1
შერკინება იმიტომ არ ავიღეთ რომ მიწოლა არ იქნებოდა. ვარჩიეთ დერეფანი და მოლის აგორება. მჭესლიძის არ ყოფნაზე მელიტონამ კი თქვა რომ ფრომაში არ არისო და დავცინეთ, მაგრამ იმის მერე კლუბშიც აღარ უთამაშია.
გიორგი
19 ნოემბერი 2017 00:57
0
წილად მხვდა ბესნიერება ფრინსიფალითიზე ჩემი თვალით მენახა ბოლო 5 წუთი რა ხდებოდა სტადიონზე! მერწმუნეთ უელსის ნაკრების მოთამაშეები და გულშემატკივრებიც ძალიან დაძაბულები იყვნენ! თამაშის დასრულების შემდეგ საკმაოდ ბევრი უელსელი მოვიდა და მაგარი თამაში იყოო! ყოჩაღ თქვენს ნაკრებსო! მართლა ის შემთხვევაა როდესაც გულდაწყვეტილი მაგრამ ამაყი ტოვებ სტადიონს! დიდი წარმატებები წინ გვაქვს, გენაცვალეთ ბიჭებო! მადლობა მელიტონს!
პაატა
18 ნოემბერი 2017 23:59
0
es fantastikaaaa!!!!warmoudgeneli sanaxaobaaa!!!uelsis sheshineba girda yvelafraaad!!davadumet mileniumia da raqvia exla mag stations.iaponiashi wavigdebt uelss iq xo chven jgufshi ariaan didebaaa tqven vajkacobaas
soso
18 ნოემბერი 2017 23:54
0
ლელო თქვენ იამაყეთ ლგბტ ფეხბურთელებით კაცებით ამაყობა თქვენი საქმე არააა
დდ
18 ნოემბერი 2017 23:39
3
გილოცავთ! ასე გააგრძელეთ და 6 ერის კარიც გაიღება!!!!
გუჯა კახაძე
18 ნოემბერი 2017 23:35
0

სიახლეები პოპულარული