რაგბი

ეროვნული ნაკრები

მერაბ შარიქაძე: პირველ რიგში, ნაკლოვანებების გამოსწორებას ვეცდებით

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ კანადასთან მოგების შემდეგ მატჩზე ისაუბრა.

მისი თქმით, კანადამ მოდუნების საშუალება არ მოგვცა და გუნდის მიერ მოპოვებული 54 ქულა ამის შედეგია.

"გამარჯვება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ისე მოხდა, რომ თითქმის ყველა ჩვენს ქულას მეტოქემ მალევე უპასუხა. შედეგად, ჩვენ მოედანზე მინიმალური დრო ვიყავით მოდუნებულნი და ვფიქრობ, ეს 54 ქულაც ამის გამო მოვაგროვეთ.

მიუხედავად ამისა, ამ თამაშის განხილვას გაშვებული ლელოებით და დაშვებული შეცდომებით დავიწყებთ და პირველ რიგში, ნაკლოვანებების გამოსწორებას ვეცდებით".

- "ბორჯღალოსნებმა" კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22
[VIDEO]


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ