"ბორჯღალოსნებმა" კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თიბისი სერიის პირველი მატჩი "დინამო არენაზე" კანადასთან გამართა.

ამ გუნდებს შორის თანაბარი ბალანსი (3-3 მოგება) იყო და მეშვიდე, ერთობ სანახაობრივ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ლამაზი გამარჯვება მოიპოვეს.

ჩვენმა გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და მე-3 წუთზე სოსო მათიაშვილმა ლელო დადო, მანვე ზუსტად შეასრულა გარდასახვა და დავწინაურდით 7:0.

- სოსო მათიაშვილის ლელო კანადასთან მატჩში [VIDEO]

მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმით შეამცირეს ანგარიშში სხვაობა, თუმცა მათიაშვილმა სამი საჯარიმოთი უპასუხა და 16:3.

27-ე წუთზე "ნაკერჩხლებმა" ლელოს დადება ვერ მოახერხეს, მაგრამ მალე მაინც
მივიღეთ ლელო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს (16:8).

პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი ნემსაძემ ლელოში დაამიწა ბურთი, მათიაშვილმა ჯარიმაც მიაყოლა და შესვენებაზე 23:8 ენთო ტაბლოზე.

ნაანტრაქტევს კიდევ უფრო სანახაობრივი თამაში წავიდა: ჯერ ლევან ჩილაჩავამ დაამიწა ბურთი ლელოში და გარდასახვაც განვახორციელეთ, შემდეგ იგივეთი სტუმრებმა უპასუხეს, მერე შარიქაძემ ბრწყინვალე ლელო დაამიწა, გარდასახვაც გამოვიყენეთ (40:15). ამას მეტოქის წარმატებული იერიში, ლელო + გარდასახვა მოყვა და ანგარიშში სხვაობა 18 ქულამდე შეამცირეს.

მერე მათიაშვილმა ბურთი გადაკიდა და ნახტომში საოცარი სილამაზის ლელო დადო, ჯარიმაც შესანიშნავად შეასრულა (47:22), ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კახა ასეიშვილმა ლელო დაამიწა, მატჩის უდავოდ საუკეთესო მოთამაშემ მათიაშვილმა ჯარიმაც გამოიყენა და 32-ბურთიანი სხვაობით დავამარცხეთ კანადა.

დავამარცხეთ ლამაზად და მაყურებელმაც თამაშისგან დიდი სიამოვნება მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 50 /
ადრე ვწერდი და ახლაც ვიმეორებ, ზოგი "პროფესორას" გასაგონად, ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო... მელიტონა გასაშვებიაო კაცი რო იტყვის ის ან რაგბის მოდებაში არაა, ან გოროსკოპით სლეა.... მიდის თაობათა ცვლა, ახალი სისხლის გადასხმა და ასე ჰარმონიულად, რაც შეიძლება უმტკივნეულიდ და პირიქით რიგ კომპონენტებში გაუმჯობესებით ბევრი ნაკრები გახსოვთ? ახალი თაობა მოდის ისეთი 19-ში მსოფლიოზე ახალი სიტყვა ითქება თქო როდის ვწერდი აღარ მახსოვს.... მოთმინება და ასე დაუზარელი მუშაობა და შედეგი თავისით მოვა....მე მაგარი მკიდია ამ ეტაპზე რეიტინგში რომელ ადგილზე ვიქნებით...გარდამტეხი იქნება 19-ის მსოფლიო! აი ამაზე უნდა გვქონდეს სწორება დადა ზუსტად ამას აკეთებენ ყველანაირად მთლიანი სარაგბო თემი. მე მჯერა ჩვენი ბიჭების, მე მჯერა მელიტონასი და მჯერა რო ყველაზე დიდი წარმატებით გამოწვეული სიხარულები ჯერ კიდე გველის....
მიროსან
12 ნოემბერი 2017 10:35
0
სწორედაც, ეს არაა ის გუნდი და ეს არაა ის მწვრთნელი, რომელიც ერთ ადგილზე დგას, ტკეპნის და არ პროგრესირებს, პირიქით ჰეიგი თითქმის ყველა ტურნესა თუ მატჩში ცდილობს რაღაც ახალი გვაჩვენოს, კანადასთან მატჩი ამის ნათელი და ბრწყინვალე მაგალითია, როგორი მრავალფეროვანი რაგბი ითამაშეს ბიჭებმა, არავისი გამოყოფა არ მინდა, მაგრამ შარიქაძე შეუფარებელი კაპიტანია, მათიაშვილისა და მეკოს შედარებისას რა გითხრათ, გუშინ ყველაფერი ნათლად გამოჩნდა, მადლობა მეკოს, მაგრამ სოსო მათიაშვილი სულ სხვა დონე და სულ სხვა სიმაღლეა. ცოტა დააგვიანა მგონია მელიტონამ ეს შეცვლა, მაგრამ არაუშავს.
Bmb
12 ნოემბერი 2017 12:12
0
გენაცვალეთ ბიჯებო,თქვენ რო თამაშობთ უამაყესი ვარ, სულ მბურძგლავს ვამაყოფთ თქვენით წარმატებებიიიიიიი !
მარი
11 ნოემბერი 2017 22:03
1
ბოდიში LIKE მაგივრად ანლაიკს დამეჭირა :). მეც მბურძგლავს ანალოგიურად! თქვენ გაიხარეთ ბიჭებო!!!
Bodishi
12 ნოემბერი 2017 14:41
0
გაიხარე მარი.კაცს ვაჟკაცად და გმირად ქალი ჰქმნის.შენც მგონი შემქმნელთა რიგებში ხარ.ძალიან მიხარია.
სოსო
13 ნოემბერი 2017 23:18
0
გენაცვალეთ ბიჭებო დიდი მადლობა ასეთ ლამაზი თამაშით რომ გაგვახარეთ კიდევ ერთხელ. მათიაშვილი ღირსეული შემცვლელია მეკოსი.
Jigaro
11 ნოემბერი 2017 21:52
0
ჩვენ როცა თამაშს ვისწავლით, ჩვენი გამჩერებელი არ იქნება არავინ. და მოვიდა უკვე ეგ თაობა მოდიან ახალგაზრდების, ვინ გაშლილი და გამართული ტექნიკურ-ტაქტიკური რაგბი იცის, ამას დაუმატე ჩვენი შერკინება და თანდაყოლილი ფიზიკური სარაგბო უნარები რასაც ყველა ამჩნევს, გავიტანთ სუყველას. ეს ნათქვამიც ააქვს სულ ადრე უცხოელ მორაგბეს, ქართველებს მსოფლიოში უძლიერესი შერკინება აქვთო და მაგით ჯაბნიან ფსიქოლოგიურად მეტოქესო, და ეგენი რომ ნაღდ თამაშსაც ისწავლიანო მერე საშინელი ძალა იქნებიან ყველასათვისო. ტექნიკა ტაქტიკა და აზროვნება, ეს ჩვენ სისხლშია და ძირითადად სამხრეთელების მახასიათებელია. ჩრდილოელები ქაჩავენ მარტო ფიზიკით და სირბილით. გახსოვდეთ, ეს ჩვენი თამაშია!
ზვიადი
12 ნოემბერი 2017 06:47
0
ეს თამაში ნაკრების ახალი სახის პრეზენტაცია იყო,2019 წელს შუალედური შედეგები დაიდება,2023 წელს კი უკვე დასრულებულ სახეს მიიღებს სახეშეცვლილი ქართული რაგბი.მთავარია სწორი გზით სიარული გავაგრძელოთ.
სოსო
14 ნოემბერი 2017 15:14
0
ლომები ხართ, და ჯიგრები.... /// უელსი ძლიერია ძაან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულხელდაკრეფილები არ დადგებიან ჩვენები...
Vasili
11 ნოემბერი 2017 23:46
0
აუტვირთეთ ფეხბურტელებს მობილურებში თუ როგორ უნდა თამაში ბოლომდე მიუხედავად ანგარიშისა რაც კარგად გამონდა მატიაშვილის ლელოში , მადლობა ბიჭებს
პაატა
11 ნოემბერი 2017 20:21
0
ესენი არიან ვაჟკაცები ამათ ვენაცვალე.....პირადად ჩემთვის ფეხბურთი აგარ არსებობს ამათ კი შემოვევლე ჯოგრები ხართ ვაჟკაცებო
ქუთაისელი
12 ნოემბერი 2017 13:39
2
გამარჯვების, ასეთი მრაფალფეროვანი ლელოების და 54 ქულის ეიფორია რომ გვერდზე გადავდოთ: ლობჟანიძე ძალიან ცუდ ფორმაშია, მოგებულ შერკინებებში მიწოლისას 3-ჯერ დავჯარიმდით, 2 ლელო სწრაფად გათამაშებული ჯარიმიდან დაგვიდეს, მესამე ისე სწრაფად გაგვიჭრეს ხაზი რომ აზრზე ვერ მოვედით, ხაზის გაჭრა ფაქტიურად ჩვენ ვერ შევძელით ხელით თამაშით, ტემპი დაბალი გვაქვს, და შეთამაშება აკლიათ ეს ბუნებრივია. ამ ნიუანსებს იმედი მაქვს გამოასწორებენ შეძლებისდაგვარად უელსთან, თორემ სხვანაირად ნულზე მოგვიგებენ და ძალიან არ მინდა 6 ერის ბობოლების საქილიკო გავხდეთ.
???
12 ნოემბერი 2017 12:41
3
davninishnot heigi fexburtis nakrebis mwvrtnelad tu uketesad ar itamashon tavs movichri
koba
12 ნოემბერი 2017 08:28
1
ჩვენი ნაკრების თამაშში შეცდომებიც იყო და ეს შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ,თორემ უფრო დიდ გუნდებთან ვერაფერს ვერ მივაღწევთ.
I
12 ნოემბერი 2017 13:47
0

სიახლეები პოპულარული