წინ, ფალკაო! - კოლუმბიელს ნახევარი მსოფლიო ამხნევებს

AutoSharing Option
რადამელ ფალკაომ დაშავებულ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. მისი ქირურგის, ჟოზე კარლოს ნორონიას თქმით, ფეხბურთელის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსი 50%-ია.

ეს უფრო ზუსტად ცნობილი პირველი სარეაბილიტაციო კურსის მერე იქნება, რომელიც სამთვენახევარს გასტანს. ქალაქ პორტუში მყოფ ფორვარდს კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსიც კი ესტუმრა. იგი გაამხნევეს "რივერ პლეიტის" ფეხბურთელებმაც, რომლებიც "ბოკა ხუნიორსთან" მატჩისას მინდორზე სპეციალური ტრანსფარანტით გავიდნენ, რომლებზედაც "წინ, ფალკაო" ეწერა.

"მონაკოს" თავდამსხმელს აგულიანებს კრიშტიანო რონალდოც და მოკლედ, იგი მხარდაჭერას ყველა მხრიდან გრძნობს. თავად ფალკაომ კი მის ტრავმაში დამნაშავე ფეხბურთელს
"ტვიტერის" მეშვეობით შეუთვალა, საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებო. შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი "მონტ აზერგთან" სათასო შეხვედრაში დაშავდა, სონერ ერტეკთან ბრძოლისას.

"სონერ ერტეკ, დიდი მადლობა შენი მესიჯებისთვის, მაგრამ საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებ. ეს საფეხბურთო უბედური შემთხვევა იყო"
- ამბობს ფალკაო თავის სტატუსში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული