ბრაზილიამ მსოფლიოს ჩემპიონატის უსაფრთხოებისთვის სპეცდანაყოფი შექმნა

AutoSharing Option
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას შესაძლო უწესრიგობების აღსაკვეთად ბრაზილიაში სამართალდამცველთა სპეციალური დანაყოფი შეიქმნა, რომელშიც ქვეყნის 10 ათასი რჩეული პოლიციელი შეიყვანეს.

ბრაზილიაში ხაზს უსვამენ, რომ დანაყოფს თვით პოლკოვნიკი ალექსანდრ აუგუსტო არაგონი უხელმძღვანელებს.

დანაყოფი, რომელმაც 2014 წლის ზაფხულში გასამართ მუნდიალის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს, ვითარებას ქვეყნის 12-ვე ქალაქში გააკონტროლებს, სადაც 12 ივნისიდან 13 ივლისამდე საფეხბურთო მატჩები გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ბრაზილიაში გამართულ კონფედერაციის თასის დროს ქვეყანა არეულობებმა მოიცვა. მაშინ ტურნირის ჩაშლის საფრთხე რეალურად დადგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული