ესპანეთი VS ტაიტი - სარეკორდო მატჩი

AutoSharing Option
ესპანეთი-ტაიტი - ამ ორი გუნდის დასახელებით ყველაფერი ნათქვამია.

მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონი, ბოლო ორი ევროს გამარჯვებული და ამ ტურნირის ერთ-ერთი (თუ არა მთავარი) ფავორიტი, ხვდება გუნდს, რომელმაც ნიგერიასთან 1:6 წააგო და იმ ერთი გოლის გამო ისეთი ბედნიერი იყო, თითქოს მუნდიალზე ემარჯვოს.

ეს შეხვედრა მაინც ძალიან საინტერესოა, რადგან ეჭვი გვაქვს, ფიფას ეგიდით ჩატარებული ტურნირების ფინალურ ეტაპზე ასეთი ძლიერი ნაკრები ასეთ სუსტს ოდესმე შეხვედროდეს.

ამ მატჩში შეიძლება რამდენიმე რეკორდი დამყარდეს. ქვემოთ ჩამოვთვლით იმ რეკორდებს, რომლებიც შესაძლოა 20 ივნისს გაუმჯობესდეს:

- ბურთის
ფლობის რეკორდი (80-20)

- ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება (ბულგარეთთან 13:0, 1933 წელს, ამხანაგური)

- კონფედერაციათა თასზე დაფიქსირებული ყველაზე დიდი სხვაობა (6 - ბრაზილია-ავსტრალია 6:0, ბრაზილია-საუდის არაბეთი 8:2)

- ფიფას ეგიდით გამართული ტურნირების ფინალურ ეტაპზე დაფიქსირებული ყველაზე დიდი სხვაობა (9 - უნგრეთი-ს. კორეა 9:0, 1954 წელს; იუგოსლავია-ზაირი 9:0, 1974 წელს; უნგრეთი-სალვადორი 10:1, 1982 წელს).

- ესპანეთის რიგებში ერთ შეხვედრაში გატანილი ყველაზე მეტი გოლი (ისიდრო ლანგარა - 5, პორტუგალიასთან, 1934 წელს) და ა.შ.

აქვე გეტყვით, რომ ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ყველაზე დიდი ანგარიშით ბულგარეთის ნაკრები (1998 წელს) ჰყავს დამარცხებული - 6:1, კონფედერაციათა თასზე კი ახალი ზელანდია - 5:0 (2009 წელს).

კონფედერაციათა თასი. ბრაზილია 2013. B ჯგუფი
20 ივნისი
ესპანეთი-ტაიტი 23:00

ურთიერთშეხვედრები:
არ უთამაშიათ

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ნიგერია 1 1 0 0 6-1 3
2. ესპანეთი 1 1 0 0 2-1 3
3. ურუგვაი 1 0 0 1 1-2 0
4. ტაიტი 1 0 0 1 1-6 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტაიტის ნაკრები: ტეჰაუს ისტორიული გოლი
ესპანეთის ნაკრების დიდი ნაბიჯი ნახევარფინალისკენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული