300 000 ევრო მსოფლიოს ჩემპიონობისთვის - გერმანელები პრემიებზე შეთანხმდნენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა 6 დეკემბერს უნდა შედგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა ჯერ კიდევ არ იციან, ვისთან მოუწევთ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე პაექრობა.

სამაგიეროდ, უკვე ცნობილია იმ პრემიების შესახებ, რაც ბუნდესგუნდისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაწესდება. გერმანიის საფეხბურთო კავშირი ნაკრების კაპიტან ფილიპ ლამს პრემიების ისეთ მოდელზე შეუთანხმდა, რომელიც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზეც მოქმედებდა.

საფეხბურთო კავშირის ოფიციალური განცხადებით, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებისთვის ჯგუფიდან გასვლისთვის პრემია არ დაწესდება. პრემიების ჩამორიგება ბუნდესგუნდში პლეი-ოფიდან დაიწყება:

მეოთხედფინალში გასვლისთვის თითოეული მოთამაშე 50 000 ევროს მიიღებს, ნახევარფინალში
გასვლა 100 000 ევროდაა შეფასებული, ფინალში გასვლა გერმანიის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს 150 000 ევროს მოუტანს, მსოფლიოს ჩემპიონობა კი - 300 000 ევროს.

"მოლაპარაკებები უპრობლემოდ წარიმართა და ძალიან მალე შევთანხმდით," - აცხადებს გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი ვოლფგანგ ნირსბახი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"უემბლი" გერმანიის სახლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული