ფრანკ რიბერი: გამოვფხიზლდით და აი, ბრაზილიაშიც მივდივართ

AutoSharing Option
ფრანკ რიბერის აზრით, უკრაინის ნაკრებთან პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ფრანგთა წარმატების საიდუმლო გუნდის ხასიათის სიმტკიცესა და გულშემატკივართა მხარდაჭერაშია.

ფრანგებმა, რომლებმაც კიევში გამართულ პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ორი უპასუხო გოლი გაუშვეს, 19 ნოემბერს, საპასუხო მატჩში შეძლეს უკრაინელთა სასურველი ანგარიშით დამარცხება - 3:0.

საფრანგეთის ნაკრების ლიდერის თქმით, სენ-დენიში მისმა გუნდმა შეძლო გამოფხიზლება და სასურველი შედეგის მიღწევა.

"პირველი მატჩის შემდეგ ძალიან ვნერვიულობდით. ამასთან, დიდი ხანი იყო, რაც "სტად დე ფრანსზე" ნათამაშები არ გვქონდა. თუმცა, რაც მთავარია, შევძელით გამოფხიზლება და ამის გამო ძალიან გახარებულნი ვართ.

შესაძლებელი
იყო, საფრანგეთი მუნდიალს მიღმა დარჩენილიყო, თუმცა ხასიათის სიმტკიცე წარმოვაჩინეთ და გავიმარჯვეთ. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლომდე გვერდში გვედგნენ და ერთი წუთითაც არ მოგვკლებია მათი მხარდაჭერა.

ახლა შეგვიძლია, კარგ ხასიათზე მყოფები, ბრაზილიაზე ფიქრით დავუბრუნდეთ ჩვენს კლუბებს",
- აქვეყნებს რიბერის ნათქვამს L'Equipe-ი.

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი-უკრაინა 3:0 - ფრანგებს ეს შეუძლიათ [VIDEO]
უკრაინა-საფრანგეთი 2:0 - ფრანგები უფსკრულის პირას [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული