ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მე რომ არ ვიქნები, ბრაზილიაში საყურებელი არაფერი იქნება

AutoSharing Option
შვედეთის ნაკრების ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გულშემატკივრებს ურჩია, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს თვალი არ მიადევნონ, რადგან ტურნირი მისი მონაწილეობის გარეშე ჩაივლის.

19 ნოემბერს გამართულ პორტუგალიასთან პლეი-ოფის საპასუხო მატჩში შვედები შინ დამარცხდნენ - 2:3. ამ მატჩში დუბლით ზლატანი კი გამოირჩა, მაგრამ ამას კრიშტიანო რონალდომ ჰეთ-თრიქით უპასუხა და თავისიანებს ბრაზილიის საგზური მოუტანა.

"ბრაზილიაში თამაშს ორივე გუნდი იმსახურებდა. ჩვენ მიზანთან საკმაოდ ახლოს ვიყავით - დღესაც და მაშინაც, როდესაც მეორე ადგილი დავიკავეთ ჯგუფში, სადაც ევროპის უძლიერესი ნაკრები (გერმანია) თამაშობდა. მივიღეთ მეორე შანსი, მაგრამ ვერც ის
გამოვიყენეთ.

როგორც უნდა იყოს, მე ამაყი ვარ, რომ ამ გუნდს კაპიტნის სამკლავურით ვუძღვებოდი, მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო, რომ ეს მუნდიალზე მოხვედრის ჩემი ბოლო მცდელობა იყო",
- თქვა პსჟ-ის ფორვარდმა.

ამასთან, ზლატანმა აღნიშნა, რომ მის გარეშე ბრაზილიაში გასამართი მუნდიალი უღიმღამო იქნება.

"ახლა, ალბათ, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ჩემი არყოფნის გამო ბრაზილიაში სანახავი არაფერი იქნება და შესაბამისად, ქომაგს ამ ტურნირის დიდი მოლოდინი აღარც უნდა ჰქონდეს", - აქვეყნებს იბრაჰიმოვიჩის ნათქვამს აaftonbladet.se.

ასევე იხილეთ:
შვედეთი-პორტუგალია 2:3 - აქ მხოლოდ მე ვარ! [VIDEO]
პორტუგალია-შვედეთი: რონალდო VS იბრა 1:0 [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე ვეთანხმები.
ოდალა
12:36 20-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული